ნინო ლომჯარია – 26 სექტემბრის შემდგომ საკონსულო აღრიცხვაზე 22 000 მოქალაქე დადგა

26 სექტემბრის შემდგომ საკონსულო აღრიცხვაზე 22 000 მოქალაქე დადგა. ამის შესახებ ინფორმაციას პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი, ყოფილმა სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ავრცელებს.
ლომჯარიას თქმით, მხოლოდ დღეს საკონსულო აღრიცხვაზე დადგა 4500 – ზე მეტი პირი.
ინფორმაციისთვის, დღეს ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე დიასპორაზე ისაუბრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, ბოლო დღეებში დიასპორა ძალიან გააქტიურდა. ზურაბიშვილის განცხადებით, „ყველა უწყება, , საგარეო, საკონსულოები – ჩართული იყო იმაში, რომ ყველანაირი შეფერხებები ყოფილიყო, მაგრამ დიასპორამ მაინც შეძლო, რომ აღრიცხვაზე ჩაწერილიყო დიდი რაოდენობით”.
პრეზიდენტმა უწყებებს საზღვარგარეთ ს უპრობლემოდ ჩატარების პასუხისმგებლობაზე მიუთითა და გააფრთხილა.
„ახლა არის საკონსულოების, საგარეოს და ცესკოს პასუხისმგებლობა, ისე მოაწყონ უბნები, რომ არჩევნების დღეს არ შეიქმნას პრობლემა. მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ პასუხისმგებლობა იქნება უშუალოდ მათი, თუ სადმე არ გაიხსნა ის დამატებითი ფართი, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანებმა, ვინც არიან დარეგისტრირებული, შეძლონ ხმის მიცემა იმ პერიოდში და იმ დროში, რაც არის განკუთვნილი არჩევნებისთვის. ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება!“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ