ნინო ლომჯარია – საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან იზოლაციაში ექცევა – ველოდები, რომ სანქციები თუ სხვა ტიპის ზეწოლის ფორმები კიდევ უფრო გაძლიერდება

არაორდინალურ, წარმოუდგინელ ვითარებაში ვართ. ეს არის რეალობა, მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო. ველოდები, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოს ხელისუფლებაზე სანქციები თუ სხვა ტიპის ზეწოლის ფორმები, რაც უფრო დრო გავა , – ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, პლატფორმის – “საქართველოს ევროპული ორბიტა” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომელიც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან იზოლაციაში ექცევა.
“ჩვენ დიდი ხანია ამ რეალობაში ვცხოვრობთ, უბრალოდ, პერიოდულად ეს განცხადებები შეგვახსენებს, რამდენად მძიმეა საქართველოს რეალობა. რეალურად საქართველოს ხელისუფლება ექცევა დასავლეთის მხრიდან იზოლაციაში. ის არის ხელისუფლება, რომელსაც უკვე ღიად ხელს აღარ ართმევენ, ღიად საუბრობს დასავლეთი იმაზე, რომ აღარ შეხვდებიან, მინიმუმამდე დავა შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ისინი დასავლეთის მხრიდან დასანქცირებულები არიან. არაორდინალურ, წარმოუდგინელ ვითარებაში ვართ. ეს არის რეალობა, მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო. ველოდები, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოს ხელისუფლებაზე სანქციები თუ სხვა ტიპის ზეწოლის ფორმები, რაც უფრო დრო გავა და კიდევ მეტად ეცდება ხელისუფლება, რომ ავტორიტარულ მართველად იქცეს”, – განაცხადა ლომჯარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა