ნინო ლომჯარია – მ აღიარა, რომ წყალში იმ კოდის ქვეშ არსებული ნივთიერება იყო შერეული, რაზეც BBC-ი საუბრობდა, BBC-ის ექსპერტი კი ამბობდა, რომ ამ კოდის ქვეშ „კამიტი“ ყველაზე მსუბუქია – საშინელება მოხდა! ეს იყო ქიმიური ნივთიერების ჭავლი!

ირაკლი მ საჯაროდ აღიარა, რომ კოდის: UN3439 ქვეშ მყოფი ნივთიერებები იყო სავარაუდოდ შერეული [წყლის ჭავლში]. ამ კოდის ქვეშ ყველა არის ძალიან ტოქსიკური და მავნე ნივთიერება – ხალხო, საშინელება მოხდა. ეს არ იყო წყლის ჭავლი, ქიმიური ნივთიერებების ჭავლი იყო! – ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, მაშინ, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროსგან ითხოვდნენ პასუხს, თუ რა ნივთიერებები გამოიყენებოდა აქციების დაშლისას მოქალაქეების წინააღმდეგ, უწყებაში განმარტავდნენ, რომ არ იყვნენ დაინტერესებული აღნიშნული საკითხით.
“დაუჯერებელი ამბავი გავიგეთ. ახლა გავიგეთ ირაკლი კობახიძისგან, რომ გასულ წელს წყლის ჭავლში იყო გარეული იმ კოდის ქვეშ მყოფი ნივთიერება, რაზეც საუბრობდა BBC. რეალურად დაადასტურა კობახიძემ, რომ ამ კოდის ქვეშ არსებული ნივთიერება, როგორც BBC ამბობდა და როგორც მათ მოიპოვეს -დან გაჟონილი ინფორმაცია, მართლაც აქვთ შეძენილი.
ის საუბრობდა, რომ ამ კოდის ქვეშ მყოფი ნივთიერება იყო გარეული გასულ წელს წყლის ჭავლში. BBC-ის ექსპერტი ამბობდა, რომ ამ კოდის ქვეშ „კამიტი“ ყველაზე მსუბუქიაო, ის ვარაუდობდა, რომ „კამიტი“ იყო გამოყენებული, სხვა ნივთიერებები ამ კოდის ქვეშ მოქალაქეების დასაშლელად არსად გამოყენებულიაო, ერთადერთი „კამიტი“ არის, რომელსაც პირველი მსოფლიო ომის დროს იყენებდნენო.
ახლა, დღეს, მ საჯაროდ აღიარა, რომ ამ კოდის ქვეშ არსებული ნივთიერებები იყო სავარაუდოდ შერეული. ამ კოდის ქვეშ ყველა არის ძალიან ტოქსიკური და მავნე ნივთიერება. ბრიტანელი ექსპერტი ამბობდა, რომ „კამიტზე“ უარესი ნივთიერებებია ყველა დანარჩენიო. ხალხო, საშინელება მოხდა. ეს არ იყო წყლის ჭავლი! ქიმიური ნივთიერებების ჭავლი იყო! უამრავმა ადამიანმა მიიღო ფიზიკური დაზიანება.
როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს ვეუბნებოდით, რა ნივთიერებები იყო გამოყენებული გვითხარითო, იწერებოდა, რომ არ ვიცით, არ მაინტერესებს, არ არის ჩემი საქმეო. არც დაინტერესებულა გამოეკვლიათ, რა ნივთიერებებით მოწამლეს ათი ათასობით ადამიანი“,- აღნიშნა ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფხვნილს, რომელიც 2024 წლის აქციების დროს იყო გამოყენებული, „ანალიზი გაუკეთდება“.
ამასთან, კითხვაზე, კითხვაზე, კოდის: UN3439 ქვეშ შემავალი სხვა ნივთიერებები იყო თუ არა შეძენილი და გამოყენებული, პრემიერმა აღნიშნა: „იმ კოდის ქვეშ არის როგორც აკრძალული, ისე არააკრძალული [ნივთიერებები]. შესყიდვას ექვემდებარებოდა არააკრძალული ნივთიერებები. დანარჩენს, სრულ ინფორმაციას გამოძიებას გამოძიება წარადგენს“.
ამასთან, პრემიერმა უპასუხა ჟურნალისტს, რომელმაც კითხვის დასმისას კობახიძეს შს მინისტრისა და მისი მოადგილის შარშანდელი განცხადებები შეახსენა, რომლის მიხედვითაც, წყლის ჭავლში კონკრეტული ნივთიერება იყო გარეული. დასმული კითხვის საპასუხოდ კი კობახიძემ აღნიშნა: „რაც შეეხება ნივთიერების გარევას, ნივთიერება იყო გარეული. მთავარია, იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული – შს სამინისტრომ უკვე დაადასტურა, რომ ნივთიერება “კამიტი“ არა თუ არ გამოყენებულა, შს სამინისტროს არც არასდროს შეუძენია, მათ შორის არც “ნაცმოძრაობის“ რეჟიმის პირობებში“.