ნინო ლომჯარია: ინებეთ სასამართლო გადაწყვეტილების ის ნაწილი, სადაც ჩვენი ბენეფიციარების პირად ნომრებს, ღონისძიებებში მონაწილე პირების ფოტო-სურათებს ითხოვენ

“ამ წუთებში რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბენეფიციარების შესახებ ინფორმაცია არ მოგვითხოვია, ტყუილია ეს და გადაამოწმეთო. ჰოდა, მედიებისთვის ვაზიარებ, ინებეთ სასამართლო გადაწყვეტილების ის ნაწილი, სადაც ჩვენი ბენეფიციარების პირად ნომრებს, ღონისძიებებში მონაწილე პირების ფოტო-სურათებს ითხოვენ” – წერს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, დეზინფორმაციაა, რომ ბიურო NGO-ებს მოქალაქეების პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას არამიზნობრივად სთხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი თარგამაძე – მთელი ეს პერიოდი რიჟვაძის მამა არაოფიციალურად ჰყავდათ დაპატიმრებული – წნეხი იყო იმდენად დაუნდობელი, რომ ჩემი შემოსახლების მომენტისთვის, რიჟვაძის ახლო ნათესავების და ბიძაშვილ-მამიდაშვილების ორი წრე უკვე გაქცეული იყო ქვეყნიდან