ნინო ლომჯარია – გდდ-ს თანამშრომლებს, რომლებმაც მობილურები, ჯვრები, სათვალეები, ბოტასები და საათები მოპარეს დაკავებულებს და ლომბარდში ჩააბარეს, წარმოიდგინეთ, 200 000 ლარის პრემიას რომ დაპირდები, რას იზამენ – არ მიკვირს, რომ შეეშინდათ

გდდ-ს თანამშრომლებს, რომლებმაც მობილურები, ჯვრები, სათვალეები, ბოტასები და საათები მოპარეს დაკავებულებს და მერე ლომბარდში ჩააბარეს, წარმოიდგინეთ, 200 000 ლარის პრემიას რომ დაპირდები, რას იზამენ, – ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წერს, რითაც „ნაციონალუირ მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ს დაკავებას ეხმაურება.
„გდდ-ს თანამშრომლებს, რომლებმაც მობილურები, ჯვრები, სათვალეები, ბოტასები და საათები მოპარეს დაკავებულებს და მერე ლომბარდში ჩააბარეს, წარმოიდგინეთ, 200 000 ლარის პრემიას რომ დაპირდები, რას იზამენ. არ მიკვირს, რომ შეეშინდათ“- წერს ლომჯარია „ფეისბუქზე”.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული.
როგორც სუს-ში განაცხადეს, „ლევან ხაბეიშვილის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით და ის დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე.
დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.