სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენელი, ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, თბლისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.
სხდომა 27 ნოემბერს, 12:00 საათზე, ჩატარდება.
სხდომაზე, რომელიც დახურულ რეჟიმში გაიმართება, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის ფარგლებში ნინო ლომჯარია სასამართლოს ინფორმაციას მიაწვდის იმ ფაქტებზე, რომელიც სადამკვირვებლო მისიამ “ჩემი ხმა” დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ ლომჯარიამ თავდაპირველად უარი თქვა პროკურატურაში გამოკითხვაზე, მან გამოკითხვაზე მისვლა მოითხოვა მაგისტრატ მოსამართლესთან. ნინო ლომჯარია სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ მესამე წარმომადგენელი იქნება, ვისაც პროკურატურა არჩევნების შესაძლო გაყალბების საკითხთან დაკავშირებით გამოკითხვას. მანამდე გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენლები: ლონდა თოლორაია და ტატო ქელბაქიანი.