ნინო ლომჯარიას განცხადებით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად, 25 თებერვალს დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრეს

სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად, 25 თებერვალს დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრეს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სიმბოლურ თარიღებში, როგორც არის 25 თებერვალი, საქართველოს მოსახლეობამ თავისი მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს.
„ეს იყო მორიგი საინფორმაციო შეხვედრა. მოგეხსენებათ, მიუნხენის კონფერენციაზე წასვლამდეც მსგავსი შეხვედრა იყო და ახლაც [შედგა]. აქ ვიყავით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ვისაუბრეთ ადამიანის უფლებების სისტემურ პრობლემებზე რასაც ვაწყდებით – რას აკეთებს სექტორი, რა გამოწვევებია, როგორ შეიძლება სისტემურ რეპრესიებს სამოქალაქო საზოგადოება გაუმკლავდეს. ინფორმაციები გავცვალეთ. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ მომავალ აქციებზეც, მათ შორის 25 თებერვალს დაგეგმილ მასშტაბურ აქციაზეც, გაფიცვაზე და ასევე, სხვა საკითხებზეც.
25 თებერვალი არის ძალიან ტრაგიკული თარიღი საქართველოს ისტორიაში საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, ძალიან სიმბოლური [თარიღია] განსაკუთრებით დღეს, როდესაც ს მხრიდან საქართველოს 20% არის ოკუპირებული და მას აქვს განზრახვა, მისი მეზობლების დაპყრობის. ასეთ დროს, სიმბოლურ თარიღებში ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობამ თავისი მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს, რომ ჩვენ არ შევეგუებით, ამ ქვეყნის რუსულ ოკუპაციას და ამ საკითხში ვართ ერთიანები. როდესაც ერთი საუკუნის წინ საზოგადოება სხვადასხვა საკითხებზე გახლეჩილი იყო, მასშტაბური წინააღმდეგობის გაწევა ამის გამო ქვეყანამ ვერ მოახერხა, დღეს ჩვენ ვიცით – ვინ არის და რა გეგმები აქვს საქართველოში, ერთი საუკუნის შემდეგ იგივე ხრიკებით, მეთოდებით, ამ ქვეყანას რუსეთის გავლენის ზონად აღარ ვაქცევთ“, – განაცხადა ლომჯარიამ.
ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
დღესვე, დაგეგმილია შეხვედრა სალომე ზურაბიშვილსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორისაც.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა