ნინო ლაცაბიძე – ქალაქის განვითარება არ არის მხოლოდ ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია, ჩვენ ძალიან დიდ აქცენტებს ვაკეთებთ შიდა საუბნო სივრცეების განვითარებაზე

რუსთავში, მოსახლეობის ჩართულობით შექმნილი კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ახალი რეკრეაციული და საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც მე-14-ე მიკრორაიონის N46, 47 და 48 საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოში ეწყობა, რუსთავის მერიის დაფინანსებით ხორციელდება.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის მიმდინარეობას, ქალაქის მერი და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო.
„ქალაქის განვითარება, არ არის მხოლოდ ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია, ჩვენ ძალიან დიდ აქცენტებს ვაკეთებთ შიდა საუბნო სივრცეების განვითარებაზე. ყველა ის პროექტი, რომელიც ჩვენ მოსახლეობასთან შევათანხმეთ და დავპირდით მათ განხორციელებას, დღეს უკვე მიმდინარეობს ან დაგეგმვის პროცესშია. ამ პროექტებიდან ერთ-ერთი არის სწორედ მე-14-ე მიკრორაიონში, სადაც გადავწყვიტეთ, რომ კომპლექსურად გადაგვეჭრა ყველა ის პრობლემა, რომელიც ამ უბნის მოსახლეობას ჰქონდა“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
გასულ წელს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ადგილობრივ მოსახლეობას ორი პროექტის პრეზენტაცია წარუდგინა და რუსთავის ბიუჯეტიდან, ის პროექტი დაფინანსდა, რომელსაც მოსახლეობამ მიანიჭა უპირატესობა.
„ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს რეკრეაციული სივრცეების განვითარება, თუმცა ეს არ ეხება მხოლოდ ცენტრალურ უბნებს. მნიშვნელოვანია შიდა საუბნო დასასვენებელი, გასართობი და სპორტული სივრცეების განვითარება და ამ ეზოშიც რეკრეაციული სივრცის გარდა ეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა და ახალი სანიაღვრე ქსელი. პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით და ყველა მათი სურვილის გათვალისწინებით დაიგეგმა და ხორციელდება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, პროექტით, საფეხმავლო ბილიკების, მწვანე სივრცეების, საბავშვო მოედნის, ფანჩატურების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხის, გარე განათების და პარკირების ზონის მოწყობაა გათვალისწინებული. მოსახლეობის თხოვნით, ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის, ორი სხვადასხვა პროექტი შეიქმნა. შიდა საუბნო სკვერის პარალელურად, მათი თხოვნით, სანიაღვრე ქსელის და შიდა საუბნო გზის მოწყობაც მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”