ნინო ლაცაბიძე – რუსთავისთვის უპრეცედენტოდ აქტიური 2 წელი, მთავრობის და პარლამენტის ძალიან დიდი მხარდაჭერის, მერიის და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ერთობლივი მუშაობის, რუსთაველების თანადგომის შედეგია

რუსთავის მერმა მ, სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილმა და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა, მოსახლეობას პრეზენტაცია სახელწოდებით – ორი წელი რუსთავის ახალი განვითარებისთვის წარუდგინეს.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, პრეზენტაციას, სხვადასხვა პროფესიის რუსთაველებთან ერთად, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები ანრი ოხანაშვილი, , ბექა დავითულიანი, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე დალაქიშვილი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კერძო ბიზნესის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით, სოციალური პროგრამებით, მუნიციპალური სერვისების წარმატებული რეფორმებით და რეფორმებისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებებით დატვირთული ორი წლის შედეგები, რუსთავის მერმა, მოსახლეობას გუნდთან ერთად წარუდგინა.
„რუსთავისთვის უპრეცედენტოდ აქტიური 2 წელი, საქართველოს მთავრობის და პარლამენტის ძალიან დიდი მხარდაჭერის, მერიის და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ერთობლივი მუშაობის, რუსთაველების თანადგომის შედეგია. პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ ორი წლის განმავლობაში, საკუთარი წვლილი შეიტანა იმ პროექტების განხორციელებაში, რომლებზეც დღეს ვისაუბრეთ. გარკვეულ ეტაპზე, აუცილებელია გაწეული სამუშაოს შეჯამება და მოსახლეობისთვის ანგარიშის წარდგენა. დღეს, მთელმა გუნდმა რუსთაველებს ერთად წარვუდგინეთ პროექტები, რომლებიც ქალაქის ახალი განვითარებისთვის, 2 წლის განმავლობაში განვახორციელეთ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მერიის ინფორმაციითვე, 2022-2023 წლებში რუსთავში, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 87 მილიონი ლარის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, 400 სხვადასხვა ლოკაციაზეა დასრულებული. 170 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშენდა ახალი რეკრეაცია, გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, შეიქმნა რუსთავის ჭალის ტყის განვითარების სტრატეგია და 18 მოქმედი საწარმოდან 14, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის შესაბამის სტანდარტებზეა გადასული. რუსთავის მერიის სოციალური ბიუჯეტით, 2 წელიწადში, 118 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა, გატარდა მუნიციპალური სერვისების რეფორმა, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3 საჯარო სკოლას, პრემიერ-მინისტრის პროგრამის ფარგლებში, დაწყებულია ორი სკოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი ბაღების მშენებლობა. დასასრულს უახლოვდება განახლებული რეგიონების პროექტის- მეგობრობის გამზირის რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი და სპორტის სასახლის მშენებლობაც. მოეწყო ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა.
რუსთავის მერის განცხადებით, 2022-2023 წლები აქტიური იყო ინვესტიციების მიმართულებითაც.
„ურბანულმა განვითარებამ, ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც მნიშვნელოვანი წინსვლა მოგვიტანა და მარტო 2022-2023 წლებში, რუსთავში განხორციელებული ინვესტიციის ოდენობამ 155 000 000 ლარს მიაღწია. პოზიტიური პროგნოზი გვაქვს 2024 წლისთვისაც. წლევანდელთან შედარებით, 25 მილიონი ლარით გაზრდილი სასტარტო ბიუჯეტის პროექტი გვაქვს წარდგენილი საკრებულოში, რაც რუსთავის განვითარების ტენდენციას კიდევ უფრო აქტიურს, თითოეული რუსთაველისთვის თვალსაჩინოს გახდის და რუსთავს ნამდვილ ევროპულ ქალაქად ჩამოაყალიბებს“, – განაცხადა ორწლიანი ანგარიშის წარდგენისას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით რუსთავში განხორციელებულ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილმა.
„ნამდვილად შთამბეჭდავი და მასშტაბური პროექტები განხორციელდა რუსთავში, პრემიერ მინისტრის ინიციირებული პროექტის -,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით 127 მილიონი ლარის, ხოლო რეგიონული განვითარების ფონდიდან 22 მილიონი ლარის პროექტებია განხორციელებული. დაწყებულია და მიმდინარეობს სკოლების და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია. მადლობას ვუხდი რუსთავის მერს და მის გუნდს იმ შედეგისთვის, რაც ამ ორ წელიწადში მოუტანეს რუსთავს“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილმა.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, გასული ორი წლის განმავლობაში, რეფორმების მხარდასაჭერად საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, რამდენიმე მიმართულებით გაიზარდა მუნიციპალიტეტების უფლებამოსილება. რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, მუნიციპალური სერვისების რეფორმებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებზე და დეცენტრალიზაციის მიმართულებით შესრულებულ სამუშაოზე ისაუბრა.
2023 წელს დასრულებული პროექტების გარდა, რუსთავში უკვე დაწყებულია გარდამავალი ინფრასტრუქტურული პროექტებიც, კერძოდ ს ქუჩის სრული რეაბილიტაცია, გმირთა მოედნიდან კოსტავას გამზირამდე ცენტრალური ხიდის ტერიტორიის სრული რეკონსტრუქცია.

ასევე დაგაინტერესებთ