ნინო ლაცაბიძე – პროფესიული განათლება სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

რუსთავის მერიის პროგრამის – ,,პროფესიული სწავლება დასაქმების ხელშეწყობისთვის“ ფარგლებში, ლიფტის ტექნიკოსებს პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსში” სამთვიანი სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
სერტიფიკატები 15 ტექნიკოსს, რუსთავის მერმა მ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა და კოლეჯ მოდუსის დირექტორმა ნინო ქავთარაძემ გადასცეს. სერტიფიკატების გადაცემას, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები ესწრებოდნენ.
,,პროფესიული განათლება სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო პოლიტიკის ადგილობრივ დონეზე უფრო მეტად გაძლიერებაა საჭირო და ჩვენ დღეს სერტიფიკატები გადავეცით ადამიანებს, რომელთა პროფესიული განათლება და კვალიფიკაციის ამაღლება, ქალაქისთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია. რუსთავში ლიფტების რეაბილიტაციის პროექტს აქტიურად ვაგრძელებთ და ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ქალაქში დღეიდან უკვე გვყავს სერტიფიცირებული ადამიანები, რომლებიც კვალიფიცირებულად უზრუნველყოფენ ლიფტების ტექნიკურ გამართულობას. სპეციალური სასწავლო პროგრამის მოდულის შემუშავება მათთვის მერიის გუნდის ძალიან დიდი ჩართულობით მოხდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ქალაქში განახორციელებენ ამ ტიპის სამუშაოს, ჰქონდეთ შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები და პროფესიული უნარ-ჩვევები, რასაც ჩვენი გუნდი შემდგომშიც უზრუნველყოფს”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
,,პროფესიული სწავლება დასაქმების ხელშეწყობისთვის” რუსთავის მერიის ერთ-ერთი ახალი სოციალური პროგრამა, რომლის დაფინანსებაც, რუსთავის მუნიციპალიტეტმა, 80-ზე მეტ სხვა სერვისთან ერთად დაიწყო. პროგრამა ახალი პროფესიის შეძენის და დასაქმების მსურველ რუსთაველებს, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს.
,,ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გამორჩეულ მიმართულებას წარმოადგენს სწორედ პროფესიული განათლების ხელშეწყობა. საქართველოში პირველად, რუსთავში, პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსში” შეიქმნა ერთ-ერთი დეფიციტური პროფესიის – ლიფტის ტექნიკოსის პროფესიული სწავლების კურსი, რომელიც წარმატებით განხორციელდა. თხუთმეტმა რუსთაველმა დაასრულა დღეს სასწავლო მოდული, ისინი რუსთავის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით დასაქმდებიან და შეუდგებიან მუშაობას”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.
პროგრამა – ,,პროფესიული სწავლება დასაქმების ხელშეწყობისთვის”, რუსთავის მერიასა პროფესიულ კოლეჯ “მოდუსს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება და დეფიციტური, საჭირო პროფესიით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი სასწავლო კურსის დაფინანსებას, ხშირ შემთხვევაში, მათ დასაქმებასაც ისახავს მიზნად.
საჭირო და იშვიათ პროფესიათა რიცხვში მოხვდა – ლიფტის ტექნიკოსი, რომლის დეფიციტურობაც განსაკუთრებით მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც 2021 წლიდან, რუსთავის მერიამ, ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროექტის და უფასო ლიფტების პროგრამის განხორციელება დაიწყო. აღნიშნული სერვისის სრულყოფილად განხორციელების მიზნით, რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, მუნიციპალიტეტმა ახალ სოციალურ პროგრამაზე დაიწყო მუშაობა და განათლების სამინისტროს პროფესიულ კოლეჯში ახალი სასწავლო კურსის ამუშავების ინიციატივით მიმართა. მომზადდა სპეციალური ტექნიკური ბაზაც და კოლეჯ ,,მოდუსში”, საქართველოში პირველად დაიწყო მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც ლიფტის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის საჭირო ცოდნას და შესაბამის სერტიფიკატს აძლევს ბენეფიციარებს.

ასევე დაგაინტერესებთ