ნინო ლაცაბიძე – „თაობა რუსთაველი“ ახალგაზრდებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩართვის შესაძლებლობას აძლევს

რუსთავის განვითარებაში ახალგაზრდების აქტიურად ჩართვის მიზნით, ქალაქის მერიამ ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, „თაობა რუსთაველი“ – ასეთი სახელწოდება აქვს პროექტს, რომლის ფარგლებშიც, რუსთავის მერი , ახალგაზრდებს რუსთავზე სასაუბროდ იწვევს.
უწყების ცნობით, ნინო ლაცაბიძის ახალგაზრდებთან პირველი შეხვედრა, რუსთავის მედიათეკაში გაიმართა.
შეხვედრის მიმდინარეობისას, რუსთაველმა ახალგაზრდებმა ნინო ლაცაბიძეს, ქალაქის განვითარების საკუთარი ხედვები და პროექტები გაუზიარეს, მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე შეკითხვები დაუსვეს.
„თაობა რუსთაველი“ ახალგაზრდებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩართვის შესაძლებლობას აძლევს. ეს პროექტი, ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა კიდევ უფრო მარტივად მოიტანონ მერიამდე საკუთარი იდეები და რეკომენდაციები. ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას მათთან და შევეცდებით, რომ როგორც სამუშაო შეხვედრები, ასევე პროექტები, რომლებიც ორიენტირებული იქნება რუსთაველი ახალგაზრდების განათლების გაღრმავებაზე და ეკონომიკურ გაძლიერებაზე, მერიის მხრიდან მხარდაჭერილი და განხორციელებული იყოს“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ახალგაზრდების დისკუსია მერთან მედიათეკაში თვეში ერთხელ გაიმართება. შეხვედრის მონაწილეთა შერჩევა ონლაინრეგისტრაციით ხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – თუ დადგება საკითხი: მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზალიბერალიზაცია, უპირატესობას მშვიდობასა და სტაბილურობას მივანიჭებთ – ევროპაში ვიზით წახვალთ თუ უვიზოდ, ეს ეგზისტენციალური საკითხი არ არის

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილს სანქციების რომ არ ეშინია, ყველამ დაინახა – როდესაც დასაბუთების გარეშე უჩერებენ ადამიანს ორ მილიარდს, ეს ევროპისთვის შეუფერებელია, „დიფ სთეითის“ გავლენის შედეგია და ეს მდგომარეობა ტრაგიკული და ბუნებრივია

ირაკლი კობახიძე – 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით არის სერიოზული კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიყვანა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე