“ჩემი პროფესიული გამოცდილებიდან აგიხსნით, რა ჩაიდინა საქართველოს
ომბუდსმენად წოდებულმა
ლევან იოსელიანმა გუშინ
პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში:
როცა ტრეფიკინგის რეფორმას ვატარებდით პირველად ანუ 2006-2007 წლებში, შსს-ში მე ვიყავი რეფორმის კოორდინატორი.
ეგ პერიოდი იყო ჩემი ცხოვრების ერთწლიანი ჯოჯოხეთი შიდა უწყებრივი წინააღმდეგობის გამო.
ყველაზე დიდი ჭიდაობა მომიხდა ტრეფიკინგის მსხვერპლთა ბაზაზე დაშვების ბრძანების დანართის შემუშავებისას (ანუ სტრატეგია/სამოქმედო გეგმის მე-4 კვარტლის რეფორმის გატარების დროს):
ჩემი მიდგომა იყო, რომ მხოლოდ შსს მინისტრს და მთავარ პროკურორს უნდა ჰქონოდათ მსხვერპლთა ბაზაზე დაშვება (მერე დამატებითი ბრძანებით ინდივიდუალურ ქეისებზე დელეგირებას გააკეთებდნენ) ,
ხოლო სხვა და სხვა უწყების დეპარტამენტი/სამმართველო/განყოფილება/დანაყოფი (შეგნებულად არ დავასახელებ სახელებს, პირთა წრეს და თანამდებობებს), – საიდუმლო ბაზაზე დასაშვებ პირთა წრის გაზრდას იმავე ბრძანების პროექტით (default mode) მოითხოვდნენ და ამას ახლდა ძალიან მძიმე
“მოლაპარაკებების” რაუნდები (უფრო, ჩემ მძიმე დაკითხვებს დავარქმევდი).
ყოველი ასეთი “მოლაპარაკებების” შემდეგ ვდგებოდი პირისპირ ჩემ თავთან და ვამბობდი, რომ არ გავტყდებოდი.
ძალიან ბევრი ძალისხმევა/დიდი ნერვიულობის შემდეგ ჩემი ვერსია გავიდა. თუმცა, შიდაუწყებრივი წინააღმდეგობა იმდენად მედეგი იყო, რომ სერიოზულად დაყოვნდა მაგ ბრძანებაზე ხელმოწერა და რამდენიმე თვის თავზე, როგორც კი მინისტრმა ხელი მოაწერა,
– აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა იმავე დღეს მსოფლიოს უმაღლეს რეიტინგში ანუ Tier 1-ში გადაიყვანა საქართველო (ღამის 2 საათი იყო თბილისში, ზუსტად მახსოვს, რადგან სახდეპის ბრიფინგის შემდეგ ეგრევე გამაღვიძეს და პრეზიდენტისთვის წერილობითი დაბრიფვა მთხოვეს) .
ამის შემდეგ დაიწყო აშშ საელჩოში საზეიმო ღონისძიებები, მე შემთავაზეს აშშ ოთხ შტატში ვიზიტი ჯილდოს სახით, რაზეც მაშინ უარი ვთქვი, რადგან ჩივნინგის მოგება დამემთხვა დროში და ედინბურგში სასწავლებლად წავედი სრულიად გამოფიტული, მაგრამ გამარჯვებულის შეგრძნებით.
პირდაპირ გეუბნებით, რაც 2006-2007 წელს ვერ შეძლეს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის საცეცებმა, გუშინ საქართველოს ომბუდსმენად წოდებულმა ლევან იოსელიანმა მოუგვარა.
როცა დრო მოვა, აუცილებლად უნდა გამოიძიონ ეგ საქმე და უნდა გასამართლდეს.
თემა იმდენად სენსიტიურია, ყველა
სიტყვა მოზომილად დავწერე.
ბოლოსკენ,
მხოლოდ ორი რამ მინდა ვთქვა:
პირველი,- წესი არის, რომ
ადამიანის უფლებები ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა და უვიცები არ უნდა გაეკარონ არც ერთ დროში.
თუ სპეციალიზირებული განათლება არ აქვს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტიდან და სათანადო გამოცდილება არ
დაუგროვებია, არ შეიძლება მაგ პოსტზე და მსგავს თანამდებობებზე ვინმე გამვლელის
დანიშვნა.
და მეორე,- ტრეფიკინგთან დაკავშირებით შემთხვევითი
შეცდომები თითქმის არ ხდება. მსოფლიოს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის კარტელია ჩართული და ნულოვანი ჯამის პრინციპით მოქმედებენ- ან მოწმეები უნდა დახოცონ, და ან იციან, რომ
სამუდამოდ ჩავარდებიან. მილიარდებზეა საუბარი.
ახლა გაიაზრეთ, რა ჩაიდინა იოსელიანმა, როცა ტრეფიკინგის მსხვერპლთა გასაიდუმლოებული თავშესაფრის მისამართები ინტერვიუთი გასცა გუშინ.
რას დაამსგავსეს ქვეყანა?!!! ” – წერს სოციალურ ქსელში 2006-2010 წლებში შსს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის განყოფილების უფროსი ნინო ლაპიაშვილი.