ნინო კვიტაიშვილი: ძვირფასო მასწებო, კი ასეა… კი, ესაა ტოტალური კონტროლი! ასეა საჭირო და იმიტომ!

“ძვირფასო მასწებო, კი ასეა, თქვენ რეპეტიტორობისა თუ სხვა დამატებითი შემოსავლისთვის ნებართვაც უნდა აიღოთ, კონტროლზეც იყოთ, კაპიკ-კაპიკ დაგითვალონ, ყველაფერს ვხედავთ და ვიცითო …
კი, ესაა ტოტალური კონტროლი!
ასეა საჭირო და იმიტომ!
ამავდროულად კი, პრემიერთან, სუს-ის უფროსთან, მინისტრებთან თუ მილიონები დევს სახლში მაგას რა უჭირს, ეგ ხომ “სემიჩკაა”…
სერიოზულად კი, თუმცა, მეტი სერიოზულად რაღა?!” | წერს სოციალურ ქსელში კოალიცია ცვლილებისთვის წევრი ნინო კვიტაიშვილი.
1 ნოემბრიდან ძალაში შევიდა ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ცვლილებები “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სასამართლოების შესახებ კანონში”, რომლის მიხედვითაც, საჯარო სექტორში დასაქმებულ მოქალაქეებს, გარდა მცირე გამონაკლისისა, ეკრძალებათ დამატებით ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება ხელმძღვანელის წერილობით თანხმობის გარეშე. კანონის დარღვევის შემთხვევაში, საჯარო მოხელეს სამსახურის დატოვება და საჯარო სექტორში მუშაობის 2-წლიანი აკრძალვა ემუქრება. მას ასევე ექნება აღებული ანაზღაურების დაბრუნების ვალდებულებაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)