„MEGOBARI აქტი“ არის მტრული აქტი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არის მტრული აქტი ბიძინა ივანიშვილის დიქტატურის რეჟიმის დამყარების წინააღმდეგ. ეს არის „მეგობარი აქტი“ ქართველი ხალხის დასახმარებლად , -ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ნინო კალანდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
როგორც დოლიძე აღნიშნავს, „მეგობარი აქტის“ საჭიროება არ დადგებოდა დღის წესრიგში, რომ არა საქართველო-აშშ სტრატეგიული კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.
„იშვიათად ვეთანხმები კობახიძეს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც უნდა დავეთანხმო – კი ეს არის მტრული აქტი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არის მტრული აქტი ბიძინა ივანიშვილის დიქტატურული რეჟიმის დამყარების წინააღმდეგ. ეს არის „მეგობარი აქტი ქართველი ხალხის დასახმარებლად და “მეგობარი აქტი”, რომელმაც საქართველოს სამომავლოდ განვითარების შესაძლებლობა მისცეს.
„მეგობარი აქტის“ საჭიროება არ დადგებოდა დღის წესრიგში, რადგან საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ურთიერთობის მრავალ წლეს ითვლიან, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ეს სტრატეგიული ურთიერთობა კითხვის ქვეშ დააყენა არა ქართველმა ხალხმა არამედ, ბიძინა ივანიშვილმა. მან გადაწყვიტა, რომ დემოკრატიული მმართველობა ჩაანაცვლოს ავტორიტარული მმართველობით“,- განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკასთან ურთიერთობები უარესობისკენ მიზანმიმართულად წაიყვანა.
„ამ ქმედების ნათელი გამოვლინება იყო, მათ შორის, ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ გაამწვავა. „ქართული ოცნების“ ამოცანას წარმოადგენს საქართველოში დიქტატურის დამყარება და ძალაუფლების შენარჩუნება ყველა გზა. მათთვის ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზაა, საქართველოში არ იყოს დემოკრატია. ავტორიტარულ მმართველებს სჭირდებათ ავტორიტარული მოკავშირეები და არა დემოკრატიული სახელმწიფოები. როგორიც არის რუსეთი, ჩინეთი, ბელარუსი, ირანი…
რუსეთს საქართველოში სჭირდება რეჟიმი, რომელიც ძალაუფლებაში იქნება და მის ინტერესებს გაატარებს. საქართველოში კონკრეტული ინტერესი აქვს რუსეთს დერეფნის მიმართ, შავი ზღვის მიმართ და თბილისის კონტროლის მიმართაც“,- განაცხადა კალანდაძემ.
