ნინო კალანდაძე – ივანიშვილის რეჟიმი გადასულია ძალაუფლების კონსოლიდაციაზე და დიქტატურის გამყარებაზე – ვერ ახშობენ სახალხო პროტესტს, ლეგიტიმაციას კი ვერ მოიპოვებენ, ვიდრე მათ წინააღმდეგ ასეთი ღია პროტესტი მიმდინარეობს

ლეგიტიმაციას „ქართული ოცნება“ ვერ მოიპოვებს, ვიდრე ხელისუფლების ლეგიტიმაციის წინააღმდეგ ასეთი ღია და აშკარა პროტესტი მიმდინარეობს – მათ რომ ბიუჯეტის შევსების პრობლემა ჰქონდეთ, ამ ფონდებს არ დააყადაღებდნენ და მათი მეშვეობით ბიუჯეტის შევსებას გააგრძელებდნენ – მათ პრობლემა აქვთ იმასთან, რომ სახალხო პროტესტს ვერ ახშობენ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელმა ნინო კალანდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ რამდენიმე ფონდის დაყადაღების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „რეჟიმი გზადაგზა იმ გამოწვევებზე ადაპტირდება, რომლებსაც ის ამ პერიოდში ხვდება“.
„არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ბოლო ორი წელია ვსაუბრობთ იმაზე, რომ ივანიშვილის რეჟიმი გადასულია ძალაუფლების კონსოლიდაციაზე და დიქტატურის გამყარებაზე. ისინი მიზანმიმართულად და სისტემურად მიდიან იმისკენ, რომ მოხდეს დიქტატურის ინსტიტუციონალიზება იმ გაგებით, რომ საქართველოში ნებისმიერი ტიპის თავისუფალ სივრცეს, ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შემქმნელ სივრცეს შეექმნას პრობლემები და შემდეგ დახურვა მოხდეს.
ეს პროტესტი მათი ლეგიტიმაციის ყველაზე დიდი გამოწვევაა. მათი ყველა ქმედება მიუთითებს იმაზე, რომ მათ პრობლემა აქვთ ამ სახალხო პროტესტთან. თვითგამოცხადებული რეჟიმის, ხელისუფლების მთელი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მათ ს შემდგომი ლეგიტიმაცია მოიპოვონ. ამ ლეგიტიმაციის მოპოვებას საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში პრობლემა მხოლოდ იმიტომ აქვს, რომ გარეთ სახალხო პროტესტი მიმდინარეობს. ოქმები სხვა დროსაც დაწერილა, გაყალბებაზე სხვა დროსაც გვისაუბრია, მაგრამ ამას არასდროს ის შედეგი არ მოჰყოლია, რომ ხელისუფლების აღიარება კითხვის ქვეშ დამდგარიყო. ლეგიტიმაციას ისინი ვერ მოიპოვებენ, ვიდრე ხელისუფლების ლეგიტიმაციის წინააღმდეგ ასეთი ღია და აშკარა პროტესტი მიმდინარეობს. მათ რომ ბიუჯეტის შევსების პრობლემა ჰქონდეთ, ამ ფონდებს არ დააყადაღებდნენ და მათი მეშვეობით ბიუჯეტის შევსებას გააგრძელებდნენ.
მათ პრობლემა აქვთ იმასთან, რომ ამ პროტესტს ვერ ახშობენ. ჯერ, სცადეს „რობოკოპებით“, წყლის ჭავლით, გაზით, სხვადასხვა მეთოდით. ატყობენ, რომ კონვენციური მეთოდები არ მუშაობს, შესაბამისად, არ ნელდება საერთაშორისო ზეწოლა. ისინი საერთაშორისო თანამეგობრობასთან იმგვარ კომუნიკაციას ვერ ახერხებენ, რომ მათი სასურველი სცენარით წაიყვანონ სურათი. ვნახეთ, რომ მაკა ბოჭორიშვილს ახვედრებენ ზიმბაბვეს ელჩით დაწყებული, თუკი ვინმეს სადმე ჩაუვლია, ყველასთან თავმიდებულ ფოტოს იღებს, რათა როგორმე დაამტკიცოს, რომ ეს რეჟიმი რაიმე ფორმის ლეგიტიმაციით სარგებლობს.
[რაც შეეხება მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ სამართალდამრღვევი პირების დახმარება სახელმწიფოს მოშლის მცდელობაა და არანაკლებ დანაშაულს წარმოადგენს[ ძალაუფლებამიტაცებული რეჟიმი ყველა პროპაგანდისტულ რესურსს გამოიყენებს იმისთვის, რომ თავისი ქმედებები გაამართლოს. პუტინიც, ლუკაშენკოც და ყველა დიქტატორი თავის გადაწყვეტილებას თავისი ებით ახმოვანებს, ამართლებს და რაღაც სარჩულს უძებნის. თუ ვინმემ მოარღვია სახელმწიფო ინსტიტუტები და სახელმწიფო აპარატი და ის, რომ დღეს სახელმწიფო არ ფუნქციონირებს, ეს არის ივანიშვილი და მისი ხელის ბიჭები. ისინი მიდიან სახელმწიფოს წინააღმდეგ, რის გამოც მოქალაქეებს ქუჩაში უწევთ გამოსვლა“, – განაცხადა კალანდაძემ.
გარდა ამისა, კალანდაძე გამოეხმაურა საქართველოში -ის ელჩის, სა და საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილს შეხვედრასაც. კალანდაძის თქმით, „საქართველოში მიმდინარე პროცესი ვაშინგტონში დღის წესრიგის საკითხებს შორისაა“.
„საელჩოს განცხადებაში ბოჭორიშვილი მოხსენიებულია არა „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად“, არამედ „საგარეო საქმეთა მინისტრად, ამიტომ ბოჭორიშვილი შესაძლოა ივანიშვილის მინისტრად ყოფილიყო ნაგულისხმევი…
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აშშ-მა გზავნილების ენით საუბარი დაიწყო. აქამდე თუ საერთოდ არ იყო კომუნიკაცია, ახლა მოთხოვნაა, რომ დიალოგი შედგეს, რათა პროცესი დეესკალაციისკენ წავიდეს. ვიდრე სახალხო პროტესტი მიმდინარეობს, თეორიულად, როგორი კეთილგანწყობილიც არ უნდა იყოს ტრამპი ივანიშვილის რეჟიმისადმი, ამ სახალხო პროტესტს ვერაფერს უზამს ვერც ერთი ამერიკული ადმინისტრაცია. [გზავნილები] უკავშირდება პირველ რიგში შიდა პოლიტიკურ პროცესებს, იმ კრიზისულ ვითარებას, რომელიც საქართველოში 100 დღეა შექმნილია.
[რაც შეეხება იმას, რატომ არ ისმის „ქართული ოცნების“ წევრების გამოხმაურებები ამერიკის ელჩისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის საკითხზე], ვვარაუდობ, რომ „ოცნების“ საპარლამენტო წარმომადგენლობამ ცოტა იცის რეალური გზავნილების თაობაზე, რაც გაჟღერდა. ამავდროულად, ეს გზავნილები დიდი ალბათობით, მთლად ის არ იყო, რა მოლოდინებსაც ივანიშვილი ქმნიდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში სიტუაცია არსებითად შეიცვლებოდა“,- განაცხადა კალანდაძემ.
კალანდაძემ შეაფასა აშშ-ის ელჩისა და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, ს შეხვედრაც.
„საქართველოში კრიზისია და ამ კრიზისის განმუხტვა ყველა მოთამაშის, მათ შორის, ვაშინგტონის ინტერესშია. როგორც ჩანს, არის მოტივაცია, რომ რაღაც ტიპის მედიაციის როლი სწორედ, აშშ-მა აიღოს საკუთარ თავზე. სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა მოწმობს იმას, რომ თანაბარ მხარეებად განიხილება ერთი მხრივ, პროტესტანტები და დემოკრატიული მოძრაობა, რომელსაც ზურაბიშვილი ცდილობს, რომ კოორდინაცია გაუწიოს და მეორე მხრივ, ეს დიქტატორული რეჟიმი, რომელიც ჯიუტად არ იცვლის პოზიციებს“,- აღნიშნა კალანდაძემ.
რაც შეეხება საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს მიმართ გამოტანილ განაჩენებს, კალანდაძემ აღნიშნა, რომ „ეს არის ძალიან მკაცრი ვერტიკალური ინსტრუქციის ნაწილი“.
„საქართველოში თუ რამე არის უკანონო, აკრძალული, აღარ გამოყენებადი, ვიცით, რომ სააკაშვილის მისამართით მაინც ყველაფერი მოქმედებს. ეს არის, ალბათ, ერთადერთი პირი ქვეყანაში, ვის წინააღმდეგაც ივანიშვილმა თუ რამე სახელმწიფოებრივი რესურსი არსებობს, ყველაფერი მიმართა. ეს არის ძალიან მკაცრი ვერტიკალური ინსტრუქციის ნაწილი. სააკაშვილს დაპატიმრებით პუტინი მრავალი წლის წინ ემუქრებოდა, მის დასჯას პუტინი მრავალი წელია ითხოვს. ეს არის სამაგალითო პოლიტიკური პროცესი, რომელსაც ივანიშვილი ახორციელებს. ყველა დანარჩენს, რომელიც მას ოდესმე ან დაუჭერია ან დაუპატიმრებია, ან აწი დააპატიმრებს, ის სავაჭროდ იყენებდა საერთაშორისო თანამეგობრობასთან, შიდა პროცესების სამართავად და ა.შ. ერთადერთი პოლიტიკური პატიმარი, რომლის მიმართაც მას აქვს ძალიან მკაცრი ჩამოყალიბებული რუსული ინსტრუქცია, ეს არის მიხეილ სააკაშვილი“,- აღნიშნა კალანდაძემ.
კალანდაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პროცესები „ასი პროცენტით პოლიტიზებულია“.
„ეს პროცესი ასი პროცენტით პოლიტიზებულია. ჩემი აზრით, ბევრი წელი დაიკარგა. პირველ რიგში, ეს საყვედური ეკუთვნის ოპოზიციას და სააკაშვილის პარტიასვე, რომელმაც სააკაშვილის დევნის საკითხი თავისი დღის წესრიგის ნომერ პირველ პრიორიტეტად არ განსაზღვრა. ამან ბევრი პრობლემა შექმნა, საზოგადოებრივი პროპაგანდა ხანგრძლივად კვება. სულ ვამბობ, რომ დღევანდელი პრობლემის სათავე ორი ფუნდამენტური საკითხით შეიძლება შემოიფარგლოს – „სააკაშვილის კომპლექსები“ და „კრიტიკის დრო არ არის“. ეს ორი ფუნდამენტური ხაზია, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრს 2012 წლიდან გასდევს და რამაც ბევრი პრობლემა შეუქმნა ქართველ საზოგადოებას“, – განაცხადა კალანდაძემ.