ნინო კალანდაძე – დასავლეთისგან ოპოზიციის მიმართ პარლამენტში შესვლის თაობაზე მედიაცია აღარ იქნება, ამ რისკს თავის თავზე აღარავინ აიღებს

დასავლეთისგან ოპოზიციის მიმართ პარლამენტში შესვლის თაობაზე მედიაცია, როგორც ეს 2020-ში იყო, აღარ იქნება, შარლ მიშელიც საკმაოდ დიდი კრიტიკის ქვეშ მოექცა ამ არასრულფასოვანი, წარუმატებელი მედიაციის გამო, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც დიდი კრიტიკა დაიმსახურა ამის გამო და ამ რისკს თავის თავზე აღარავინ აიღებს , – ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ნინო კალანდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.
კალანდაძის განმარტებით, დასავლეთსა და -ში ლიდერი პოლიტიკოსების ცვლილება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ეს საკითხი ინდივიდებზე არ გადის.
“დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ შეიცვლება, იქ ცალკეული მოთამაშეების ცვლილებებზე არ არის მიბმული დედაქალაქების გადაწყვეტილებები და, მათ შორის, ევროპული პოზიცია, ამიტომ, ის პოზიცია, რომელიც ჟღერდება საქართველოსთან მიმართებით, “ქართულ ოცნებასთან” მიმართებით, კანდიდატის სტატუსთან მიმართებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, შემდგომ პროცესების შეჩერებასთან დაკავშირებით, პოზიცია იქნება უცვლელი. სხვა საკითხია დეზინფორმაციის გამავრცელებელი მოლაპარაკე თავები ამას როგორ წარმოაჩენენ, მაგრამ შემდგარი ფაქტია, რომ ეს პოზიცია არ გადაიხედება. ვერც ტრამპის ადმინისტრაცია გადახედავს, რადგან იქაც ერთი ადამიანი არ იღებს გადაწყვეტილებას. ამერიკის შეერთებული შტატები ინსტიტუტებით მართული სახელმწიფოა და არა ინდივიდებით. რა საკვირველია, ცალკეულ პოლიტიკას განსაზღვრავენ, მათ შორის, ინდივიდები და პოლიტიკური ადმინისტრაციები, მაგრამ საგარეო ურთიერთობის საკითხები არ გადაიხედება არც ტრამპის პირობებში და არც შემდგომი ადმინისტრაციის პირობებში, ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ინდივიდებზე გადის.
რისი მოლოდინიც ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ჰქონდეს, არის ის, რომ ტრამპს განსხვავებული პოზიციები ექნება ნატოსთან მიმართებით, სთან მიმართებით, რაც ავტომატურად აისახება საქართველოზე და, მისი წარმოდგენით, მისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებზე. ომი ასე სწრაფად ვერ დასრულდება მხოლოდ იმიტომ, რომ ტრამპი პრეზიდენტი გახდა, ეს დღეს და ხვალ არ მოხდება, სამწუხაროდ. გარდა ამისა, ტრამპის ინაუგურაციამდე ბევრი დროა, ამისგან დამოუკიდებლად ჩვენ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ვდგავართ და იქ ეს საკითხი დახურულია, ვიდრე ივანიშვილი მართავს საქართველოს – ეს არის მოცემულობა, რომელსაც ვერც ტრამპი და ვერც სხვა პრეზიდენტი შეცვლის. ერთადერთი, რომელმაც ეს საკითხი შესაძლოა შექცევადი გახადოს, არის იმ მოცემულობების კომბინაცია, რომელიც საქართველოში უნდა განვითარდეს – ერთიანი პოზიციის შენარჩუნება პოლიტიკურ სპექტრში, სამოქალაქო საზოგადოების ზეწოლა პოლიტიკურ პარტიებზე, რათა ისინი არ მიეცნენ ცდუნებას და ლეგიტიმაცია არ მიანიჭონ არალეგიტიმურ ძალას და, შესაბამისად, დასავლეთის რეაქციაც იქნება ისეთი, როგორიც ეს იქნება ქვეყნის შიგნით.
დასავლეთისგან ოპოზიციის მიმართ პარლამენტში შესვლის თაობაზე მედიაცია, როგორც ეს 2020-ში იყო, აღარ იქნება, ეს უკვე გამოჩნდა, მათ შორის, გამოჩნდა იმაშიც, რომ შარლ მიშელი საკმაოდ დიდი კრიტიკის ქვეშ მოექცა ამ არასრულფასოვანი, წარუმატებელი მედიაციის გამო, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც დიდი კრიტიკა დაიმსახურა ამის გამო და ამ რისკს თავის თავზე აღარავინ აიღებს”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.
კალანდაძის თქმით, რადგან ქვეყანაში ფორმალურად მაინც ტარდება, ეს იმას მოწმობს, რომ “ქართული ოცნებისთვის” დასავლეთის მხრიდან ლეგიტიმაციის საკითხი, გარკვეულწილად, მაინც მნიშვნელოვანია.
“უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ხელისუფლება, რომელმაც არჩევნები გააყალბა და მიიტაცა ძალაუფლება, მინიმუმ არალეგიტიმურად უნდა იქნეს ცნობილი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. რასაკვირველია, არ გვაქვს ჩვენ იმის ილუზია, რომ ივანიშვილის რეჟიმი განსაკუთრებულად განიცდის იმ ფაქტს, რომ არალეგიტიმური იქნება, თუმცა ეს საკითხი ადარდებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პროცესებიც არ იქნებოდა საჭირო, როცა შეეძლოთ, საერთოდ არ ჩაეტარებინათ არჩევნები და უბრალოდ დიქტატურა ყოფილიყო. რადგან არჩევნები ფორმალურად მაინც ტარდება, მათთვის ლეგიტიმაციის საკითხი, გარკვეულწილად, მნიშვნელოვანია პრაგმატული მიზნებიდან გამომდინარე – ლეგიტიმაცია საფუძველია გარკვეული ურთიერთობების, მათ შორის, ფინანსური კუთხით, რომელიც მათ სჭირდებათ”, – აღნიშნა ნინო კალანდაძემ.