ნინო ზაუტაშვილმა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლოში უჩივლეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა წამყვანებმა ნინო ზაუტაშვილმა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა ტელევიზიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ისინი ასაჩივრებენ გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის გადაწყვეტილებას, რომლითაც მათ კონტრაქტები შეუწყდათ.
ნინო ზაუტაშვილი და მისი გუნდი გადაცემა „რეალური სივრციდან“, ასევე ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ტელევიზიის კიდევ რამდენიმე თანამშრომელი ბოლო პერიოდში მუდმივად საუბრობდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის ნაკლოვანებებზე. მენეჯმენტს მიაჩნია, რომ ამით არღვევენ ხელშეკრულების პირობებს.
მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის გადაწყვეტილებით, ზაუტაშვილსა და ივანოვ-ჩიქოვანს 11 აპრილს კონტრაქტები შეუწყვიტეს. ამავე დღეს დისციპლინური სანქცია დაუწესდა ოთხ თანამშრომელს: გადაცემა „რეალური სივრცის“ კორესპონდენტ თამარ მშვენიერაძეს, ამავე გადაცემის წამყვან იოსებ კაციტაძეს, პულტის რეჟისორსა და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორ კახაბერ მელიქიძეს და ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორ ირმა ჩუბინიძეს.
რამდენიმე დღეში, 17 აპრილს, მსგავსი გაფრთხილება მიიღეს „რეალური სივრცის“ რედაქტორმა ტუხა კვინიკაძემ, „შაბათ-კვირის შოუს“ აღმასრულებელმა პროდიუსერმა თამარ ჭინჭარაულმა, ამავე გადაცემის კორესპონდენტმა ანა აბაკელიამ და მემონტაჟე-ოპერატორმა გივი (გიგა) კიტიამ.
იმ დროს, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკის გამო „რეპუტაციულ ზიანზე“ საუბრობს, გიორგი გვიმრაძე, – რომელმაც გასული წლის 30 ნოემბერს შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს, – კვლავ არის მაუწყებლის პოდკასტის, 41-ე პარალელის თანაწამყვანი სთან ერთად.
· გვიმრაძემ მაუწყებლის ძველ შენობაში 2024 წლის 30 ნოემბერს მოქალაქეს, ქალს უთხრა: „შეგიძლია ამილოკო… რატო, ვითომ არ იცი?.. მაგარი დარწმუნებული ვარ, მაგარს ლოკავ“.
· გვიმრაძე იმავე დღეს, იმავე შენობაში ხელით შეეხო მედიაკრიტიკოს ნინია კაკაბაძეს;
· 4 დეკემბერს მან დატოვა ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის პოსტი მას შემდეგ, რაც კიმბერლი ლოუსთან ინტერვიუ ჩაწერა და იგი წარადგინა, როგორც „-ის მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაძლო წარმომადგენელი ევროკავშირში“, – რაც სიცრუე იყო.
· ამის მიუხედავად, გვიმრაძე პოდკასტის წაყვანას აგრძელებს.
ფორუმი