ნინო ზაუტაშვილი: ჩემი გათავისუფლების საფუძველი არ არსებობდა

პირველი არხიდან ჩემი გათავისუფლების საფუძველი არ არსებობდა, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, არხის მოქმედი მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები იმის გამო დაითხოვეს, რომ პირველი არხის ყოფილი თანამშრომლები საზოგადოებისთვის საეთერო დროის დათმობას ითხოვდნენ.

“მაყურებელი ვერ ხედავდა იმ ადამიანებს ეთერში, რომლებსაც დღეს პრობლემა აქვთ” – აღნიშნა ნინო ზაუტაშვილმა.

მარტივად მინდა ვთქვა. მესმის, რომ ადამიანთან შეიძლება უკვე ის მდგომარეობა გაქვს, რომ უნდა წავიდეს, რადგან შესაძლებლობები ამოწურა. გათავისუფლების ფორმა არსებობს ცივილური, კულტურული. კოლექტივისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმა არის ცალკე კულტურა, რომელიც ჩვენს მენეჯმენტს არ აღმოაჩნდა. არანაირი საფუძველი არ არსებობს ჩემი გათავისუფლების. გაურკვეველი მოკვლევაა მოტანილი. მოკვლევა ეხება იმას, რომ ჩვენ დღის ეთერების გახსნას ვითხოვდით. მაყურებელი ვერ ხედავდა იმ ადამიანებს ეთერში, რომლებსაც დღეს პრობლემა აქვთ. ესენი არიან პატიმრობაში მყოფი ახალგაზრდები, მათი მშობლები, ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ.” – განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა. 

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში