ნინო ზაუტაშვილი – აბსოლუტურად დესტრუქციული, მოშლილი, ჩამოშლილია სასამართლო

მაინც მქონდა იმის იმედი, რომ ეს დღეს არ მოხდებოდა, – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი, ნინო ზაუტაშვილი ს საქალაქო სასამართლოს მიერ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას.
როგორც ზაუტაშვილმა ს საქალაქო სასამართლოსთან აღნიშნა, საქართველოს სასამართლომ თავისი ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ გამოავლინა.
„მაინც მქონდა იმის იმედი, რომ დაპატიმრება დღეს არ მოხდებოდა. აბსოლუტურად დესტრუქციული, მოშლილი, ჩამოშლილია სასამართლო, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ყოველ წუთს – გინდა თბილისში, გინდა ბათუმში. კიდევ ერთხელ, გამოავლინა თავისი ნამდვილი სახე და ამ ადამიანს [მზია ამაღლობელს] ორი თვით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ეს არის ძალიან მძიმე საყურებელი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება“, – განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.