ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს

ქართველი ქალი რეფერი ნინო ელოშვილი მიმდინარე კვირაში მოლდოვაში გაემგზავრება და 27-29 ივნისს კიშინოვში 7-ქალას რაგბი ევროპის ალაფაზე იმსაჯებს.
საქართველოს 7-ქალა ნაკრების ყოფილმა მორაგბემ მსაჯობა მოთამაშისკარიერის პარალელურად, 2009 წელს დაიწყო, 2019 წლიდან რეგულარულად იწვევენ საერთაშორისო ტურნირებზედა ბოლო ორი წლის განმავლობაში რაგბი ევროპის 7-ქალას ჩემპიონატზეც იყო მიწვეული. მას მთავარი თუ გვერდითი მსაჯის რანგში არაერთხელ უმსაჯია ფინალური შეხვედრები და მოლდოვაშიც იგივეს გეგმავს.
„რამოდენიმე წელია რეგულარულად ვიღებ მონაწილეობას რაგბი ევროპის 7-ქალას ალაფას ტურნირებზე, რაც ჩემთვის დიდი პატივი და შესაძლებლობაა, წარმოვაჩინო ჩემი თავი და ქვეყანა. ჩემი მიზანია, რომ კიშინოვში ფინალური შეხვედრა მოედნის მსაჯის რანგში ვიმსაჯო, გაისად კი რაგბი ევროპის ჩემპიონატში დავბრუნდე“ – აცხადებს 38 წლის რეფერი.
Rugby.ge
7-კაცას მე-7 ადგილი
7-ქალა | არის პირველი მოგება!

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში