ნინო ევგენიძე – ყველა მოსამართლე და სამართალდამცველი, რომლებსაც ადამიანების ტანჯვასა და წამებაში წვლილი შეაქვთ, აუცილებლად დაისჯებიან სხვადასხვა ფორმით – ეს პროცესი დაწყებულია

გუშინ მომხდარიც კი დღეს, უკვე გაგზავნილია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან – ყველა მოსამართლე, რომელსაც ამ ტანჯვაში და ამ ადამიანების არაადამიანურ მოპყრობაში წვლილი შეაქვს, ყველა ის სამართალდამცველი, რომელსაც ამგვარ ქმედებებში, ადამიანების ტანჯვასა და წამებაში წვლილი შეაქვს, აუცილებლად დაისჯებიან სხვადასხვა ფორმით. ეს პროცესი დაწყებულია, – ამის შესახებ EPRC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ სხვა არასამთავრობოს სექტორთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ნინო ევგენიძემ აღნიშნა, ყოველდღიურად მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ.
„ინფორმაციები განახლებად რეჟიმში, გუშინ მომხდარიც კი დღეს, უკვე გაგზავნილია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და დიპლომატიურ, სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებთან, ეს იქნება ევროპის საგარეო საქმეთა სამინისტროები, თუ -ს კონგრესი, სენატი, სახელმწიფო დეპარტამენტი და თეთრი სახლი. ამიტომ, ის ადამიანები, ყველა მოსამართლე, რომელიც ამ ტანჯვაში და ამ ადამიანების არაადამიანურ მოპყრობაში წვლილი შეაქვს, ყველა ის სამართალდამცველი, რომელსაც ამგვარ ქმედებებში, ადამიანების ტანჯვასა და წამებაში წვლილი შეაქვს, აუცილებლად დაისჯებიან სხვადასხვა ფორმით. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ბოლო 13 დღის განმავლობაში უკვე ბალტიის ქვეყნებმა სავიზო სანქციები დააწესეს ს და იმ სამართალდამცავი ორგანოების მისამართით, რომლებიც ჩართული არიან ამგვარ წამებაში. ამასთან, უკრაინის ხელისუფლებამ არამარტო სავიზო, არამედ ფინანსური სანქციები დააწესა იმ პირების მიმართ, ვინც ძირს უთხრიან საქართველოს თავისუფლებას და დემოკრატიულ განვითარებას, მოხვდნენ ის ადამიანები-იქნებიან პროპაგანდისტები, თუ ბიზნესმენები, რომლებიც ასევე ჩართულები არიან ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის განმტკიცებაში.
უახლოეს მომავალში, საქართველოში იგეგმება ევროპარლამენტარების ვიზიტი, ზეგ, ისინი საქართველოში იქნებიან. ამასთანავე, ბალტიის ქვეყნის პრეზიდენტებმა განცხადება გამოაქვეყნეს, რომ დეკემბერში საქართველოში ვიზიტს გეგმავენ და ასევე, იგეგმება სხვა ოფიციალური მაღალი დონის ვიზიტები საქართველოს მხარდასაჭერად. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენი ბრძოლა და ამ ადამიანებისთვის ინფორმაციების მიწოდება კიდევ უფრო გაგრძელდება“, – განაცხადა ნინო ევგენიძემ.