ნინო ევგენიძე „ქართულ ოცნებაზე“ – დღევანდელი რუსული რეჟიმი პუტინის რეჟიმის მსგავსად, პოლიტიკური და თავისუფლების კუნძულების შეზღუდვას აგრძელებს – ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის აუცილებლად მოგვიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე

დღევანდელი რუსული რეჟიმი თავიანთი პუტინის რეჟიმის მსგავსად, პოლიტიკური და თავისუფლების კუნძულების შეზღუდვას აგრძელებს ამ ქვეყანაში – ჩვენი შეუპოვრობა და აგერ უკვე, 330 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტი და ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის, აუცილებლად მოგვიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე,- ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ევგენიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი საქართველოს „იმ ქვეყნების რიგში აქცევს, რომლებიც ს მსგავსად, ავტორიტარული რეჟიმის კონსოლიდაციას ცდილობენ ქვეყანაში“.
„დღევანდელი რუსული რეჟიმი თავიანთი პუტინის რეჟიმის მსგავსად, პოლიტიკური და თავისუფლების კუნძულების შეზღუდვას აგრძელებს ამ ქვეყანაში. ამასთან, ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის ოპერირებისთვის არსებული სივრცის შეზღუდვას.
პოლიტიკურ პარტიებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც კრიტიკულადაა განწყობილი ხელისუფლების მიმართ და რომელსაც თავისი არჩევანის გამოხატვის თავისუფლების პირობებში შესაძლებლობა ექნებოდა, ვინმე სხვა ადამიანისთვის და სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის მიეცა ხმა, ფაქტობრივად, დღევანდელი რეჟიმი ამ უფლებას უზღუდავს.
[„ქართული ოცნება“], რა თქმა უნდა, იმ ქვეყნების რიგში აქცევს [საქართველოს], რომლებიც ს მსგავსად, ავტორიტარული რეჟიმის კონსოლიდაციას ცდილობენ ქვეყანაში.
ზოგადად, მთელი საზოგადოების კონსოლიდირებაა აუცილებელი ამისთვის და არამარტო პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების.
ფუჭი წარმოდგენები არავის გვაქვს, რომ ს სასამართლო სისტემა რამე განსხვავებულ ან ქვეყნისათვის სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს. თუმცა ჩვენი შეუპოვრობა და აგერ უკვე, 330 დღეზე მეტი ხნის მიმდინარე უწყვეტი პროტესტი და ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის, აუცილებლად მოგვიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე. არა მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებებმა რამე მნიშვნელობა და ლეგიტიმაცია შესძინოს მათ არსებობას ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ“, – განაცხადა ნინო ევგენიძემ.