ნინო დოლიძე – ცესკოს მათემატიკაში პრობლემა არ ქონია, მაგრამ ბევრი სერიოზული დარღვევა იყო – „სამართლიან არჩევნებს“ პარალელური დათვლის შედეგები რომ გამოექვეყნებინა, ეს შესაძლოა, ლეგიტიმაციის საფუძველი ყოფილიყო რიცხვებზე, რომელზეც პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ

პარალელური დათვლის შედეგები რომ გამოგვექვეყნებინა, ეს შესაძლოა, ყოფილიყო ლეგიტიმაციის საფუძველი რიცხვებზე, რომელზეც ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ , – ამის შესახებ „სამართლიანი ს“ დირექტორმა, ნინო დოლიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, „რატომ არ აქვეყნებენ პარალელური დათვლის შედეგებს სამართლიანი არჩევნები“.
როგორც ნინო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, მ კარგად დააჯამა ოქმები, „მათემატიკაში პრობლემა არ ჰქონია“, მაგრამ შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე უბნებზე ძალიან ბევრი დარღვევა დაფიქსირდა, რის გამოც ოქმები და პარალელური დათვლის შედეგები ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას.
„მას შემდეგ, რაც ოქმები წაიღო, ცესკოს დაჯამებაში, მათემატიკაში პრობლემა არ ჰქონია, მაგრამ ძალიან ბევრი სერიოზული დარღვევა იყო როგორც არჩევნების დღეს, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში, ეს ერთმანეთთანაა დაკავშირებული. პირადობების ჩამორთმევა დაკავშირებულია კარუსელთან და სხვის მაგივრად ხმის მიცემასთან. ამ დარღვევების ფონზე ის [პარალელური დათვლის შედეგები] ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ცესკომ კარგად დააჯამა, მათემატიკაში პრობლემა არ ქონია, მაგრამ ოქმებამდე რაც მოხდა უბნებზე, ესეც საარჩევნო ადმინისტრაციას ეხება, დაჯამება არ ნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია კარგად მუშაობდა ამ არჩევნებზე.
რომ გამოგვექვეყნებინა პარალელური დათვლის შედეგები, ეს შესაძლოა ყოფილიყო ლეგიტიმაციის საფუძველი იმ რიცხვებზე, რომელ რიცხვებზეც ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ, იმ დარღვევების ფონზე, რომელიც მოხდა. მე რომ ეს რიცხვები დავდო, ე.ი. ამ რიცხვებს ვენდობი და ამ დარღვევების ფონზე, რაც ვიხილე, ბიულეტენების ჩაყრა, მრავალჯერადი ხმის მიცემა, კარუსელი, სხვის მაგივრად ხმის მიცემა, ამის ფონზე ვერ ვიტყვი, რომ აუცილებლად ეს შედეგები დადგებოდა ქართველი ხალხისთვის, რაც ცესკოს მიერ არის გამოქვეყნებული“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.