ნინო დოლიძე – „ფარა“ არასამთავრობო სექტორს საერთოდ არ გვეხება და არც გვაწუხებს, ხოლო თუ ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ, მაშინ ეს აღარ იქნება ამერიკული და იქნება „ივანიშვილის ფარა“

ყველასთვის ნათელია,რომ “ქართული ოცნებისა” და ივანიშვილისთვის სამოქალაქო საზოგადოება ქვეყანაში წარმოადგენს პრობლემას და ისინი ყველანაირად ცდილობენ, სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობისკენ გადაიდგას სხვადასხვა ნაბიჯი, – ამის შესახებ “სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” თავმჯდომარემ, ნინო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, თუკი ქართული კანონმდებლობა [ამერიკული „ფარას“ ქართული ვერსია] ისევე კეთილსინდისიერად აღსრულდება, როგორც -ში, ის ქართულ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს საერთოდ არ შეეხება, ხოლო, თუკი ხელისუფლება მათ წინააღმდეგ გამოიყენებს, მაშინ ეს არა ამერიკული, არამედ „ივანიშვილის „ფარა“ იქნება.
„აშშ-ში ეს კანონმდებლობა არ გამოიყენება დამოუკიდებელი არასამთავრობო თუ მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელიც თავისი საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე ფუნქციონირებენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავისი არსითა და შინაარსით, საქართველოში ეს კანონმდებლობა ჩვენ არ გვეხება, არც „სამართლიან არჩევნებს“ და არც სხვა არასამთავრობო თუ მედიაორგანიზაციებს. ჩვენი წესდება ითვალისწინებს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობას და საქართველოში სხვადასხვა თემაზე მუშაობას. ჩვენი მიზანი არის საქართველოს დემოკრატიული განვითარება, ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ეს არ გვეხება. „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო წინადადების განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ისინი ამას იღებენ, რადგან სხვა კანონმა არ იმუშავა. მათი მიზანი ნათელია – მათ ეს სურთ ქართული არასამთავრობო, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოიყენონ. ამიტომ, ჩვენ მარტივად ვამბობთ, თუკი ეს კანონმდებლობა კეთილსინდისიერად აღსრულდება, როგორც აშშ-ში, ის საერთოდ არ გვეხება ჩვენ და არც გვაწუხებს. ხოლო, თუკი ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ, მაშინ ეს აღარ არის ამერიკული და ნამდვილად არის ივანიშვილის „ფარა“, – განაცხადა დოლიძემ.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ბრალდებებს, რომ არასამთავრობოებს გარე დამფინანსებლების მხრიდან კონკრეტული პოლიტიკური დაკვეთა აქვთ, მისი განმარტებით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ და იღვწიან მხოლოდ საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისთვის.
„ცხადია, ჩვენ ამ საქმიანობას გავაგრძელებთ და კანონმდებლობის გამო, რომელიც ჩვენ არ გვეხება, საკუთარ თავს არ შევიზღუდავთ და არ გავაჩერებთ ჩვენს მუშაობას. თუკი ისინი შეგვახებენ იმ კანონს, რომელიც არ გვეხება, ეს ნიშნავს, რომ ისინი გადაუხვევენ რეალურად, იმ გზას, რა გზაც არის ამ კანონმდებლობით. ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერი კანონმდებლობა გამოიყენონ სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ, იქნება ეს „ფარა“ თუ ა.შ. ჩვენ არანაირად არ გვეშინია არც ამ და არც სხვა კანონმდებლობის, რადგან ჩვენს საქმიანობას კეთილსინდისიერად ვახორციელებთ“, – განაცხადა დოლიძემ.
ის ხელისუფლების მიერ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას არ გამორიცხავს.
„თუკი არ გვეხება და იმის გამო გვაპატიმრებენ, ეს არის მაშინ ამ კანონმდებლობის პოლიტიკური ნიშნით აღსრულება. ეს არ უნდა გამოვრიცხოთ არა მხოლოდ ამ კანონმდებლობით, არამედ ჩვენ გვყავს 50-მდე უკანონო პატიმარი ისედაც“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.
გარდა ამისა, მან ს გადაწყვეტილება შეაფასა, რომელსაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმების თაობაზე მეხუთე პრეზიდენტის, ს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი უკან გამოაქვს. მისი აზრით, ეს პარტიის გადაწყვეტილებაა და არა მიხეილ ყაველაშვილის.
„ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს არ არის ყაველაშვილის გადაწყვეტილება და რაც პარტიამ უკარნახა, იმას აკეთებს, ეს ყველამ კარგად ვიცით. ყაველაშვილმა იმდენ კანონს მოაწერა უცებ ხელი, წაკითხვასაც რომ ვერ მოასწრებდა და ანალიზს. რასაც ეს პიროვნება აკეთებს, ცხადია, „ქართული ოცნების“ მიზნებია. ჩვენ არც გვქონდა იმედი, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული „პრეზიდენტი“ სხვა ტიპის ინტერესს გაატარებდა. ეს კანონმდებლობა იყო რუსული, რომელიც დღემდე მოქმედებს“, – განაცხადა დოლიძემ.
გარდა ამისა, მან პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაბარებაც შეაფასა. ნინო დოლიძის განცხადებით, კომისიის შექმნა ყურადღების გადატანის მცდელობაა, რომ „ერთადერთი მტერი დღეს არის „ნაციონალური მოძრაობა“.
„დაიბარეს მათ „ხარება“, მურუსიძე-ჩინჩალაძე და იმ სასამართლოს წარმომადგენლები, რომლებიც წინა ხელისუფლებას ემსახურებოდნენ? „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლა, წესით, 2012 წლის შემდეგ უნდა დასრულებულიყო. თუკი რაიმე იყო გამოსაძიებელი, მაშინ რატომ არ გააკეთეს? ჩემი აზრით, ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა, რომ ერთადერთი მტერი დღეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ამ ბრძოლას აგრძელებენ მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობას უამრავი პრობლემა აქვს“, – განაცხადა დოლიძემ.