ნინო დოლიძე – საზოგადოების უპატივცემულობაა, როცა მინისტრებს ცვლიან და არც კი ხსნიან რატომ

ჩემი აზრით, ს განცხადება ძალიან გულწრფელია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ცდილობენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის მოგვარებას, ასე არ არის. მთავარი თემა ივანიშვილის პირადი ინტერესებია, ამის მოგვარების შემდეგ აპირებს საქართველოზე ფიქრს, – ასე აფასებს „სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ყოფილი თავმჯდომარე, ნინო დოლიძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.
როგორც ნინო დოლიძე აღნიშნავს, განცხადებაში გამოჩნდა ისიც, რომ პარტნიორმა ძალიან კარგად იციან, ვინ არის გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უარს ამბობს პრემიერთან შეხვედრაზე.
„ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ნაწილში დავინახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კი არ გააუარესა, არამედ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის ნაწილში ყველა ხიდი ჩატეხა. არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რაც მიუღებელი იყო. ვისმენთ კონსპირაციულ თეორიებს „დიფ სთეითზე“ და ასე შემდეგ, რაც სიმართლესთან კავშირში არ არის. გახსოვთ, „ქართულმა ოცნებამ“ წერილიც გამოაქვეყნა, რომ მცდელობები ჰქონდათ თითქოს -სთან ურთიერთობის დალაგების, მაგრამ ფაქტია ის, რომ თავად საელჩომ შესთავაზა საუბარი ივანიშვილს, რაზეც უარი მიიღო.
ჩემი აზრით, განცხადება, რომელიც გუშინ ივანიშვილმა გამოაქვეყნა, ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ მისთვის ყველაზე მთავარი არის მისი პირადი ინტერესები, მისი მატერიალური მხარე. ჩემი აზრით, ეს განცხადება ძალიან გულწრფელია. ის საუბრობს, რომ მისთვის პირადი ინტერესები ძალიან მნიშვნელოვანია, თუ არ მოგვარდება პირადი, სახელმწიფო საკითხებზე საუბარი არ სურს. ასევე წერილიდან ჩანს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უარს ამბობს პრემიერთან შეხვედრაზე. ეს ადასტურებს, რომ ჩვენმა პარტნიორმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში, იცის, რომ ეს არ არის არცერთი მინისტრი და პრემიერი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ეს ორი გზავნილი გამოჩნდა წერილში. კარგია ეს აღიარება, რომ ამერიკაც ასე ფიქრობს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ცდილობენ ამერიკასთან ურთიერთობის მოგვარებას, ასე არ არის. მთავარი თემაა ივანიშვილის პირადი ინტერესები, ამის მოგვარების შემდეგ აპირებს საქართველოზე ფიქრს“, – აღნიშნავს ნინო დოლიძე.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, დოლიძემ ხელისუფლებაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებზეც ისაუბრა. კერძოდ, მან ვახტანგ გომელაურის მიერ თანამდებობის დატოვება შეაფასა და აღნიშნა, რომ გომელაურის განცხადება დამაჯერებელი არ იყო.
„სამწუხარო ფაქტია ის, რომ როდესაც „ქართული ოცნება“ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს და ცვლის მთავრობის წევრებს, საზოგადოებას არც კი აცნობს რის გამოა გამოწვეული, ოჯახური მიზეზები იყო [ნახსენები], რაც არ არის დამაჯერებელი. გომელაურის განცხადება არ არის სარწმუნო. ეს ადამიანი ივანიშვილის ერთგულად ითვლებოდა. ეს არ არის საზოგადოების პატივისცემა, როდესაც მინისტრებს ცვლიან და არც კი ხსნიან რატომ. ეს არასერიოზული განცხადებები რომ არ მოვიყვანოთ, პირველი: გომელაური თავად ტოვებს თანამდებობას, იმიტომ, რომ ის არის სანქცირებული იმის გამო, რომ ადამიანის უფლებები უკიდურესად გაუარესებულია; მეორე: სანქცირებულია ადამიანის უფლებების უკიდურესი დარღვევისთვის. მისი პოზიცია წარმატებულად ვერ შეფასდება.
რაც შეეხება გელა გელაძეს, „ქართული ოცნება“ თითქოს ებრძვის „ნაციონალურ მოძრაობას“ და ყველაფერ იმას, რაც 9 წლის განმავლობაში ხდებოდა, თუმცა მათ რიგებში წინა ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი ჰყავთ და ახლაც „ნაციონალური მოძრაობის“ კადრი დანიშნეს. ეს აჩვენებს, რომ სინამდვილეში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პირი რომელი ხელისუფლების პირობებში მუშაობდა, მთავარია ახლა მათ ემსახუროს“,- აღნიშნავს ნინო დოლიძე.
ამასთან, მან სუს-ის მიერ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებაც შეაფასა. როგორც ნინო დოლიძემ აღნიშნა, მისთვის დამაჯერებელი არ არის სუს-ის განცხადების ის ნაწილი, სადაც საუბარია, რომ ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა, რა დროსაც დააკავეს.
„ძალიან რთულია დაიჯერო, რომ ადამიანი, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა, ბრუნდებოდა და საზღვართან ახლოს, „მწვანე ზონაში“ მოძრაობდა. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ არ გვყავს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, რომ ეს გავარკვიოთ. საინტერესო იქნება ბაჩიაშვილის განცხადებები. ამ ეტაპზე, ბუნდოვანებით არის მოსული. ვერ დავიჯერებ იმ ვერსიებს, რომელიც მოვისმინეთ“,- აღნიშნავს დოლიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე მელიაზე – თავი დააჭერინა – წინა დღეს პოლიციელების შეურაცხყოფას არ დააპირებდა, რომ არ ჰქონოდა განზრახვა, რომ დაეჭირათ და თავი ემართლებინა, რა ვქნა, წინა დღეს დამიჭირეს, თორემ მეორე დღეს დავანგრევდი ყველაფერსო

ირაკლი კობახიძე ბაჩიაშვილზე – როდესაც ადამიანს 11 წელი აქვს შეფარდებული და ოპერაციის საფუძველზე აკავებენ, ეს თავიდან ბოლომდე კანონიერია, თუ ეს მართლაც ასე მოხდა, შესაბამისი ორდენიც ეკუთვნით ოპერაციის ავტორებს