ნინო დობორჯგინიძე: ყოველთვის იქნება საუნივერსიტეტო სივრცეში “მარინა ჩიტაშვილების” ადგილი იმის მიუხედავად, ვინმეს მოსწონს თუ არა ეს

“კი, უნივერსიტეტებში ნამდვილად მაღალი რეპუტაციის პროფესიონალები უნდა იკვლევდნენ/ასწავლიდნენ. ამიტომაც ყოველთვის იქნება საუნივერსიტეტო სივრცეში “მარინა ჩიტაშვილების” ადგილი იმის მიუხედავად, ვინმეს მოსწონს თუ არა ეს”.
ასე გამოეხმაურა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს რექტორი, ნინო დობორჯგინიძე “ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, ფსიქოლოგ მარინე ჩიტაშვილზე თავდასხმებს.
“როგორ შეიძლება, ასეთი ადამიანები ასწავლიდნენ თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტში”, – თქვა დღეს, 8 ოქტომბერს, ირაკლი კობახიძემ მარინე ჩიტიშვილზე საუბრისას.
გუშინ, 7 ოქტომბერს, შალვა პაპუაშვლმა ჩიტაშვილის ნათქვამი დამახინჯებულად გააჟღერა და მას “რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი პროპაგანდისტი” უწოდა.
პაპუაშვილისა და კობახიძის თავდასხმები მოჰყვა ჩიტაშვილის შეფასებებს 4 ოქტომრბის აქციასთან დაკავშირებით. ასევე, მის ანალიზს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს, როცა სახელისუფლებო ძალაუფლების მქონე პირი [[ ამბობს, რომ საზოგდოების ნაწილის მიმართ აქვს “ნული თანაგრძლობა”.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: 1,2 მლნ. ლარის უძრავი ქონება; 4 მილიონზე მეტი გასესხებული… – მილიონერმა დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ გუშინ, ჯერ დამღუპველი კანონი დააინიცირა და მერე თქვა: პირველ რიგში, გვაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, ეკონომიკური წინსვლა და განვითარებაო