ნინო დათაშვილი: ყველა გადაცემას ვუყურებ TV პირველზე და ფორმულაზე. უღრმესი მადლობა ყველას

„მედიებს
ყველა გადაცემას ვუყურებ TV პირველზე და ფორმულაზე. მადლობა, რომ ინტერესდებით, აქტიურად აშუქებთ, მადლობა ყველა ჟურნალისტს, წამყვანს, ოპერატორს, თქვენს სტუმრებს. როცა პირდაპირ მომმართავთ, მგონია პირისპირ მელაპარაკებით და გარედან პირდაპირ ჩემს საკანში შემოდიხართ.
ჩემს ტელევიზორს გადახვევის ფუნქცია არ აქვს, ამიტომ წამდაუწუმ გადართვაში ვარ, რამე არ გამომრჩეს. ყველაფერს დღიურში ვიწერ. ამ დღეებში იმდენი ჩანაწერი მოგროვდა, ჩაწერას ვეღარ ვასწრებ ხან. ყველა რა კარგი მოქალაქეები და რა გარგი ადამიანებბი ხართ, პროფესიონალიზმზე აღარ ვლაპარაკობ.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქ-ნ ინგა გრიგოლიას ❤ რამდენი გადაცემა მომიძღვნა და სულ ჩემს საკითხზე ლაპარაკობს, სტუმრებთანაც ❤ ❤ ❤ თან, მარტო ჟურნალისტის პოზიციიდან კი არა, როგორც მოქალაქე, როგროც ადამიანი პირდაპირ მომმართავს და საოცრად მამხნევებს. უღრმესი მადლობა, ინგა ❤ ❤ ❤ მე თქვენ აქონდროპლაზიის მედიკამენტის მოთხოვნის აქციაზე გნახეთ, არა როგორც ჟურნალისტი, არამედ როგორც აქციის მონაწილე. ჩვენთან ერთად კედელზე არახუნებდით, ცოტა გაკვირვებულმა შემოგხედეთ, მივხვდი, რომ მარტო გადაცემის წამყვანი არ ხართ, კარგი მოქალაქე და კარგი ადამიანი ხართ. უდიდესი მადლობა ❤
„დაკარგული დრო“ – ეს გადაცემა ჩემი ფავორიტია და უღრმესი მადლობა ავტორებს, წამყვანებს ❤ ❤ ❤ ყოველ სამშაბათს გულის ფანცქალით ველოდი და გადაცემის დროს ჩანაწერებს ვაკეთებდი. ერთ დიდ წერილში ჩავტევ სათქმელს მოგვიანებით. გული დამწყდა, რომ სექტემბრამდე აღარ იქნება. მადლობა ქეთი დევდარიანს, ს, სესილის ❤ ❤ ❤
„მრგვალი მაგიდა“ – სიტყვები არ მყოფნის, ყველას მადლობა, სალომე, ნინო, ირაკლი ❤
გიორგი თარგამაძის „დროება“ ვნახე, ელენე ჯაფარიძის ინტერვიუ, იქნებ ვიდეო მოჭრათ და შემინახოთ, ბევრჯერ სანახავი მექნება, მადლობა თქვენ ❤ ❤ ❤
TV პირველის საინფორმაციო და დღის ამბების ყველა ჟურნალისტს უდიდესი მადლობა, იმედია, მალე მომეცემა საშუალება, პირისპირ ცალ-ცალკე გადაგიხადოთ ❤
ვინმე გამომრჩება ასე და ამისთვის ბოდიშს გიხდით, ძალიან ბევრნი ხართ სწორ მხარეს! მადლობა თქვენი დაუღალავი შრომისთვის.
ონლაინმედიას ვერ ვეცნობი, თუმცა ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ თავდაუზოგავად მუშაობთ, ჩემს საკითხს, რომელიც მარტო ჩემი არაა, აშუქებთ სწორად და თქვენს საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებთ ამ მტრულ გარემოში ჟურნალისტებისთვის, კრიტიკული მედიისთვის.
უღრმესი მადლობა ყველას ❤ ❤ ❤
მიყვარხართ ❤
#გავიმარჯვებთსახელოვნად“ — წერს ნინო დათაშვილი ციხიდან

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – პირველივე დღიდან ვსაუბრობდით, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა იყო შეკვეთილი, ვაკრიტიკებდით გამოძიებას, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ შემკვეთებისთვის ხელი დაეფარებინათ – მრავალ შეკითხვას გაეცა პასუხი, საქმეზე გარკვეულ სიახლეებს ველოდები