ნინო დათაშვილი – ყველა არგუმენტი არის უსაფუძვლო, ბევრი რამ არის არალოგიკური – ჩემთვის არ არის ადვილი ამ მანდატურების ყურება, რომლებმაც ჩემზე იძალადეს

ყველა არგუმენტი არის უსაფუძვლო, ბევრი რამ არის არალოგიკური და არგუმენტირებული – ჩემთვის არ არის ადვილი ამ მანდატურების ყურება, რომლებმაც ჩემზე იძალადეს,- ამის შესახებ მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულმა აქტივისტმა ნინო დათაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, დათაშვილი დაეთანხმა შუამდგომლობასაც, რომელიც მანამდე მისმა უფლებადამცველმა დააყენა საქმის სხვა სასამართლოში გადატანის თაობაზე.
„ყველა არგუმენტი არის უსაფუძვლო. ბევრი რამ არის არალოგიკური. შუამდგომლობა დაკავებაზე, ერთმა მოსამართლემ გამოუშვა, მეორემ წინასწარ პატიმრობაში გამიშვა, მესამემ პატიმრობაში დამტოვა, იძულებით ფსიქიატრიული ექსპერტიზა დამინიშნეს და ა.შ. მეც ვეთანხმები ადვოკატს. ჩემთვის არ არის ადვილი ამ მანდატურების ყურება, რომლებმაც ჩემზე იძალადეს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მეც მინდა ვისარგებლო ამ უფლებით“, – განაცხადა ნინო დათაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…