თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე მასწავლებელმა და აქტივისტმა ნინო დათაშვილმა 20 ივნისს, დაკავების შემდეგ პოლიციის მხრიდან მის მიმართ მოპყრობაზე ისაუბრა.
ნინო დათაშვილის თქმით, დაკავების შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში მას არ აძლევდნენ შვილთან და ადვოკატთან დარეკვის შესაძლებლობას, ასევე, ექცეოდნენ ცინიკურად და ღირსების შემლახავად.
პუბლიკას თანახმად, ეს განცხადება ნინო დათაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა:
“გაჩერებაზე დამხვდნენ, არ გამაცნეს ჩემი უფლებები, ტელეფონი წამგლიჯეს, არ ეცვათ ფორმა, ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა, ვერ მივხვდი, რომ პოლიცია იყო. უფლებები არ გამაცნეს. ტელეფონი მჭირდებოდა, რომ შვილს დავკავშირებოდი. ვნერვიულობდი ბავშვზე და ვთხოვდი ტელეფონს. მოტყუებით ჩამსვეს მანქანაში, დაგარეკინებთო.
