„არ ინერვიულოთ, ციხე საშიში არ არის. საშიშია ქვეყნის დაკარგვა“, – თქვა ნინო დათაშვილმა, სანამ სასამართლო დარბაზიდან გაიყვანდნენ.
მოსამართლე ლელა კალიჩენკოს გადაწყვეტილებით, კვლავ პატიმრობაში დარჩება სამოქალაქო აქტივისტი და პედაგოგი ნინო დათაშვილი. კალიჩენკომ არ დააკმაყოფილა დათაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის შეცვლის საკითხი.
პროკურატურის მტკიცებით, არსებობს „ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და ამავდრიულად მიმალვის საფრთხე“.
ნინო დათაშვილს ბრალი სისხლს სამართლის კოდექსის 353/2 მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების