ნინო გოგორიშვილი ისრაელის საერთაშორისო ქალთა კლუბის პრეზიდენტად ერთი წლის ვადით აირჩიეს

ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს ელჩის, ზაზა კანდელაკის მეუღლე, ქალბატონი ნინო გოგორიშვილი ს საერთაშორისო ქალთა კლუბის (IWC – International Women’s Club) პრეზიდენტად ერთი წლის ვადით აირჩიეს.
ისრაელის საერთაშორისო ქალთა კლუბი აერთიანებს ისრაელში მოქმედ დიპლომატიურ მისიებში წარმოდგენილ ქალ დიპლომატებს, დიპლომატების მეუღლეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. კლუბის პრეზიდენტის პოზიცია ფუნქციონირებს როტაციის პრინციპით – ერთ წელს პრეზიდენტად ირჩევა ისრაელის წარმომადგენელი, ხოლო მომდევნო წელს – უცხოელი წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ IWC-ის ისტორიაში პირველად, ხსენებული საპატიო პოზიცია ქართველ წარმომადგენელს ერგო.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას