ნინო გიორგობიანი შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლად დაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი უფროსად ნინო გიორგობიანი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომალურის მრჩეველად დაინიშნა. ინფორმაციას -ს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ნინო გიორგობიანი მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად თითქმის სამი წლის განმავლობაში მუშაობდა.
ის მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად დანიშვნამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი იყო. მანამდე კი ნინო გიორგობიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კეროლინ ლევიტი – არსებობს სანქციები, რომელთა გამოყენებაც დონალდ ტრამპს შეუძლია, თუ საჭიროება იქნება, თუმცა ყოველთვის ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მის მთავარ გზას დიპლომატია და მოლაპარაკებები წარმოადგენს

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი მოსამართლეს – დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრში, რა ხდება ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს, საგიჟეთია – ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, უდანაშაულო ვარ