ნინო გიორგობიანი გომელაურის მრჩევლად დაინიშნა

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ნინო გიორგობიანი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მრჩევლად დაინიშნა. ფორმულას ინფორმაცია -ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
გიორგობიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2021 წლამდეც მუშაობდა. ის უწყების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა.
2021 წლის მარტში, ს პრემიერმინისტრად დანიშვნის შემდეგ, გიორგობიანი მთავრობის სტრატკომის უფროსად გადაიყვანეს. სამი წლის შემდეგ, ირაკლი კობახიძის მთავრობის დამტკიცების შემდეგ ნინო გიორგობიანი იმედის საინფორმაციოს უფროსმა, მიშა ფეიქრიშვილმა ჩაანაცვლა.