ნინო ბაციაშვილი Alpine SG Pipers-თან ერთად Tech Mahindra Global Chess League-ის ჩემპიონი გახდა

მუმბაიში Tech Mahindra Global Chess League-ის III სეზონი დასრულდა.
ფინალში Alpine SG Pipers-მა მოქმედი ჩემპიონი Triveni Continental Kings-ი დაამარცხა ორივე სწრაფ მატჩში: 4:2 და 4.5:1.5 და ლიგის ახალი ჩემპიონი გახდა.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, ფინალურ შეხვედრებში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი საქართველოს ქალთა ნაკრების წევრმა, ნინო ბაციაშვილმა, რომელმაც მსოფლიოს ექსჩემპიონის, ალექსანდრა კოსტენიუკის დამარცხებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გუნდის საერთო გამარჯვებაში.