ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე საქართველოს დარღვევა დაუდგინდა – PHR

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აცხადებს, რომ გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტმა საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე საქართველო დარღვევა დაუდგინა. გადაწყვეტილება დღეს, 27 ივნისს გამოიტანეს.
„გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ დაიცვა ბავშვები ძალადობისა და შეურაცხყოფისგან წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
კომიტეტმა გადაწყვეტილება წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მცხოვრები 57 ბავშვის სახელით შეტანილ საჩივარზე გამოიტანა.
სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონატის კედლებს მიღმა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და ითხოვდა დაწესებულებაში შესვლას, რის უფლებასაც მას სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი არ აძლევდა.
ანგარიშების მიხედვით, ბავშვებს შორის ხშირი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის, ბულინგის, ასევე აღმზრდელების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური დასჯის ფაქტები, ისეთი ფორმებით როგორიცაა მეტანიის კეთება, საკვების გარეშე დატოვება, ჩაკეტვა და იძულებითი ხოხვა.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – კიდევ ერთი დასტური მივიღეთ, რომ საქართველოში სახელმწიფო წაშალა „ქართულმა ოცნებამ“ – პრემიერს შეუძლია რაღაც დაავალოს ერთი შეხედვით დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის ხელმძღვანელს