ნინი შერმადინი: თუ ევროპა მირჩევნია რუსეთს ნაცი ვარ? ეშმაკის ნაშიერიო… მერე გაიძახით რწმენა და ქრისტიანობაო. “შენ რა გესმის პოლიტიკის წადი მოხუცი ჩაბანე” – მამცირებთ ვითომ?

“ვიდეო ჩავწერე ტვ პირველისთვის, რომ მეც და ჩემი შვილიც სულ ვფიქრობთ სამშობლოში დაბრუნებაზე, ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი სამშობლო, ჩემი ხალხი და ყველაზე მეტად მათთვის სიმღერა მაბედნიერებს, მიუხედავად იმისა რომ 12 წელია ამერიკაში ვარ ემიგრიაციაში. ყოველ დღე ვგეგმავ დაბრუნებას და ჩვენ ყველა მალე ერთად აუცილებლად ვიცხოვრებთ დამოუკიდებელ, მთლიან, ერთიან და ნათელ ევროპულ საქართველოში და საქართველო აუცილებლად იქნება ევროპის ღირსეული წევრი თქო და კომენტარებში სატანის ნაშიერს მეძახიან 🙂 განა თქვენი ლოზუნგიც ღირსებით ევროპაში არაა? ანუ ევროპა და ამერიკა გვრყვნის და სპეტაკია? ერთმორწმუნე მტერი? თუ ნაკლებად გარყვნილი ქვეყანაა? რას დაემსგავსა ხალხი? რატო თუ ევროპა მირჩევნია რუსეთს ნაცი ვარ? ეშმაკის ნაშიერიო 😀😀😀😀😀 მერე გაიძახით რწმენა და ქრისტიანობაო 🙂 “შენ რა გესმის პოლიტიკის წადი მოხუცი ჩაბანე” 🙂 მამცირებთ ვითომ? 😀😀😀😀😀😀 თქვენივე ტექსტი გავიმეორე ღირსეული წევრი იქნება საქართველო აუცილებლად ევროპის თქო და რა არ მოგეწონათ, რამ გაგაღიზიანათ ესე? თქვენი არჩევანი თქვენია, მე არავის გლანძღავთ და გეყევლით, რამდენ სიძულვილს ატარებთ გულით და მერე ქრისტეზე და რწმენაზე რანაირადღა საუბრობთ? ღმერთო შეგვაყვარე ადამიანებს ერთმანეთი 🙏 წარმატებები ყველას, ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს!” – წერს მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც ამჟამად -ში ცხოვრობს.

ასევე დაგაინტერესებთ