ნინი სანადირაძე: იმ ამბავს როგორ უყურებთ, როცა არცერთი მაღალი თანამდებობის პირის, საჯარო მოხელისა და პარლამენტარის შვილი ან შვილიშვილი – არცერთ საჯარო სკოლაში არ სწავლობს, ხოლო მოკვდავთა შვილები სამ და ოთხ ცვლაში დადიან

კულტურის პოლიტიკსა და მეხსიერების მკვლევარი, დოქტორი, კენეტ ჰადსონის 2025 წლის ჯილდოს მფლობელი, სამუზეუმო სფეროში ნინი სანადირაძე:
განათლების რეფორმის მხარდამჭერებთან, რეფორმის ავტორებთან და მომწონებლებთან რამდენიმე კითხვა მაქვს.
რადგან ჩემი პედაგოგიური, აკადემიური და თუ სამუზეუმო გარემოს კოლეგა – მეგობრებიდან გარკვეული მიზეზების თუ ჩემი ცუდი მუშაობის გამო დიდი ხანია არავინ შემხმიანებია მირჩევნია საჯაროდ ვიკითხო:
1. ერთი ფაკულტეტი – ერთ ქალაქში, ერთი მასწავლებელი ერთ სკოლაში, ერთი პროფესორი, სრულ განაკვეთზე – როგორ აპირებთ გაგრძელებას? მხოლოდ აგიტაცია და საუბნო – საოლქო საქმიანობა გიშველით? თუ მართლა 10 ათასი ლარის იმედი გაქვთ?
2. განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი სწავლა – სწავლების პრინციპზე და აკადემიურ თავისუფლებაზე. როგორ გესმით თქვენ ეს ახალი რეფორმა, როგორ დათვლით შედეგებს?
3. როგორი იქნება 11-წლიანი სასკოლო სწავლება? იქნებ, არც თუ ისე უხსოვარ დროს, როცა ფასიანი და უფასო პროგრამები მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებობდა, ისევ დავაბრუნოთ და 12 კლასის ფასიანი სკოლა გავხსანთ?
4. იმ ამბავს როგორ უყურებთ, როცა არცერთი მაღალი თანამდებობის პირის, საჯარო მოხელისა და პარლამენტარის შვილი ან შვილიშვილი – არცერთ საჯარო სკოლაში არ სწავლობს, ხოლო მოკვდავთა შვილები სამ და ოთხ ცვლაში დადიან, მეხუთე კლასის მერვე ჯგუფში ან მეოთხეში?
5. ისიც გეცოდინებათ, სკოლების რეაბილიტაცია გაზფახულზე ან უკეთეს შემთხვევაში მაისის თვეში რომ იწყება თბილისში, ხოლო რეგიონების უმრავლესობაში დაწყებითად ან არასრული განათლების სკოლებად გადაკეთდა სოფლებიდან ახალგაზრდების გადინებისა და დაცარიელების გამო.
6. მიუხედავად რეფორმის სამთავრობო კომისიის მაღალი წარმომადგენლობითობისა, ნაკლებად სარწმუნოა, კომისიის რომელიმე წევრს, დრო მაინც ჰქონდეს გაეცნოს და წაიკითხოს საერთაშორისო პრაქტიკა, აკრედიტაციის სტანდარტები და სხვა დანარჩენი საჭირო დოკუმენტაცია და წესები რეფორმის შედეგების წარმოსადგენად.
7. დღეს არა პოლიტკორექტული იქნება ფინეთის საგანმანათლებლო მოდელის გახსენება, მაგრამ იქნებ მაინც დავთმოთ და საგარეო მინისტრის და ეუთოს დამსახურების კი არა ფინურის განათლების სისტემის ხათრით გადავხედოთ მის საფუძვლებსა და შედეგებს?
8. ევროპულ დოკუმენტებსაც არ გავიხსენებ დღეს დასამოწმებლად, მაგრამ განათლების ხარისხის უზრუნველყოფა ეფუძნება გამჭვირვალობას, პასუხისმგებლობასა და სტუდენტთა აქტიურ მონაწილეობას, ეს პრინციპები კი დაგეგმილი რეფორმის კონცეფციაში საერთოდ არ იკითხება. იქნებ იცოდეთ პასუხი?
9. ჩვენს მინისტრებს ბოლო დროს შეუყვარდათ იუნესკო, მეც თამამად დავიმომწებ, UNESCO-ს 1997 წლის რეკომენდაციით, აკადემიური პერსონალის სტატუსი და საქმიანობა უნდა იყოს დაცული პოლიტიკური ჩარევისგან, ხოლო განათლების სისტემის მართვა ეფუძნებოდეს პროფესიულ ავტონომიას. როგორია ეს პროფესიული ავტონომია ან როგორი იქნება სამომავლოდ?
მე მაინც მასწავლებლებთან მაქვს კითხვა, ჩემს კოლეგა პროფესორებთან, ვისთან ერთადაც მიმუშავია პროგრამებზე, აკრედიტაციაზე, პროექტებზე; იმ მასწავლებლებთანაც, რომლებიც აქტიურად იყავით ჩართული სამუზეუმო საგანმანათლებლო პროგრამებში;
ჩემს მეგობრებთააც მაქვს კითხვა, დღეს როგორღა ჩუმდებით?
რას აპირებთ?
რამდენი ადგილი შეგხვდებათ ახალი ყაიდის სკოლებსა და უნივერსიტეტებში?
აქამდე ხომ შვილების საჭიროებებით იმართლებდით თავს? ახლა? ვისთვის და რისთვისაა ეს რეფორმა?
მაინც ვიტყვი: ღმერთს ადამიანისათვის ხორცის თვალთა გარდა მიუნიჭებია გონების თვალიცა, და თუ ეს თვალი კაცს კარგად უჭრის, ქვეყანაზედ არა დაემალება რა და ყველა მოვლენას ქვეყნისას ასეთს თუ ისეთს მიზეზს მოუპოვებს. თუ ეს მიზეზი ყოველთვის მართალი და უტყუარი არ არის, იმოდენად მაინც საღი და ჭკუასთან ახლოა ხოლმე, რომ კაცი ტყუილუბრალოდ არ გადაეგება.