ნინი ბუკია შვილის, მარიამ გულედანის გარშემო ატეხილ აჟოტაჟს ეხმაურება და მას სოციალურ ქსელში საჯაროდ მიმართავს.
“მამიკოს ყველა სიტყვას ხელს ვაწერ! ტაპი ზაქარიაძის ეშხით აგერ ახლა, იანვარში წავიკითხე “ვეფხისტყაოსანი” მე პირადად. გადავირიე, გავგიჟდი, მარტო ტარიელზე მეფიქრება, მაგრამ აქამდე მართლა ვერ წავიკითხე.
ვერ გავიგე. დამამძიმა. არ მესმოდა და აბა, სიყვარული ვის უნდა გაეჩინა ან როგორ?
მეტი კითხვა დაუსვი შენს თავს და სხვასაც და ყოველთვის თქვი ის, რასაც ფიქრობ… არ არის მარტივი ეგ, მაგრამ “ჩვენ” რომ ვერ შევძელით, ანგარიში რომ გავუწიეთ და ტონს დავუწიეთ, იმიტომ ვართ იქ, სადაც ვართ…
მოკლედ, შენს გზაზე იარე, დე! და მამაშენი და მე, სულ იქვე ვართ. ხან ყვავილით, ხან დუბინკით და ვაბშე ყველაფრით, შენ თუ გინდა არ მ******ს ტვინი მართლა და მართლა?!” – წერს ნინი ბუკია.
ცნობისთვის, “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” შესახებ მარიამ გულედანის მოსაზრებას სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.
“მომეწონა “აბო” და “შუშანიკი”, მაგრამ, მინდა, ვინმემ დამიბრუნოს ის დრო, რომელიც “გრიგოლ ხანძთელის” წაკითხვაში დავკარგე… ისტორიულად საინტერესოა, უბრალოდ, მისი მხატვრული ღირებულება ჩემთვის ნულის ტოლია…” – ამის შესახებ მარიამ გულედანმა “TV პირველის” გადაცემაში “შუადღე live” განაცხადა.
მარიამ გულედანი ცნობილი მომღერლის, აჩიკო გულედანის შვილია.
“ისტორიით მაქვს ჩაბარებული”, – ასე ეხმაურება მარიამ გულედანი სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილის კრიტიკას.
მუსიკოსი აჩიკო გულედანი, შვილის, მარიამ გულედანის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და ქალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს.
გულედანი შვილს სოციალური ქსელით მიმართავს და ამბობს, რომ მას კითხვების დასმის არ უნდა მოერიდოს:
“ერთი ამბავი აგიტეხავს, შულო… სანამ ჰაგიოგრაფიაზე, სწავლების მეთოდებზე, ან ისტორიის ცოდნის აუცილებლობაზე მეასედ დავილაპარაკებთ მე და შენ, ბარემ საჯაროდ გეტყვი, კითხვების დასმის არ მოგერიდოს, არც “სხვა რას იფიქრებს” მაგის. რაც უფრო მეტს გდევნიან, ან გლანძღავენ, უფრო სწორ გზაზე ხარ იცოდე.
მეტი კითხვა დაუსვი შენს თავს და სხვასაც და ყოველთვის თქვი ის რასაც ფიქრობ, არ არის მარტივი ეგ, მაგრამ “ჩვენ” რომ ვერ შევძელით, ანგარიში რომ გავუწიეთ და ტონს დავუწიეთ, იმიტომ ვართ იქ, სადაც ვართ. მოკლედ, შენ გზაზე იარე მამუს, ისეც და ასეც სულ შენთან ვარ, ან ასტამით, ან ასტამზე” – წერს აჩიკო გულედანში.