ნინია კაკაბაძე: ეს ბიჭი ჩემი ბავშვობის მეგობარი და ადამიანია. ახლა, ისეთ ფანატიკოს ბოლშევიკად ჩამოყალიბდა, რომ ყველა ჩვენთაგანის (მისი ბავშვობის მეგობრების) დახვრეტაზე მოაწერს ხელს!

“”იმედის” ბმულებს არ ვაზიარებ არასდროს, მაგრამ ამას შეგნებულად ვდებ, რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს.
ეს ბიჭი ჩემი ბავშვობის ძალიან, ძალიან საყვარელი მეგობარი და ადამიანია. დღეს მის შესახებ ერთი რამე ვიცი დანამდვილებით, უკუნ სიბნელეშია. კონფორმისტი ყოველთვის იყო, მაგრამ ახლა, სწორედ ისეთ ფანატიკოს ბოლშევიკად ჩამოყალიბდა, რომ ყველა ჩვენთაგანის (მისი ბავშვობის მეგობრების) დახვრეტაზე მოაწერს ხელს!
ამ სიტყვებს წერს დათაზე, რომელსაც ბავშვობიდან იცნობს და იცის, რომ ბავშვობიდან გამორჩეულად ნიჭიერი, ცოცხალი, ვარსკვლავი ბიჭი იყო. ეს რა ვნახე ღმერთო, რას წერს, როგორც წერს უნახავ სპექტაკლზე!!!
როგორ ბოლომდე კბილებით მეჭირა მისი სიყვარული!!!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე.
ცნობისათვის, რეჟისორი ლევან კოღუაშვილი ეხმიანება დათა თავაძის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლს.

„არ ვიცი რატომ გააკეთა ეს. ფულის გამო, კომპლექსების გამო, სკანდალის სიყვარულის გამო, რომ ნამდვილი შემოქმედების ნაკლებობა გადაიფაროს. შეიძლება უგემოვნების გამო, რადგანაც რაც ვნახეთ, ყველაფერთან ერთად ძალიან ზედაპირული, ვულგარული, სასაცილო და პროვინციული ცირკია.

შეიძლება მიზეზი ქედმაღლობასა და მარტივად უზრდელობაშია. იმიტომ, რომ შეიძლება მართლმადიდებლობა გძულდეს, მაგრამ ელემენტარული ზრდილობაა და აღზრდაა, რომ იმ ქვეყანას, რომელშიც ცხოვრობ, ოდნავ მაინც პატივი სცე და მისი მოსახლეობის უმრავლესობისთვის ყველაზე ძვირფასს ასეთი უხამსი ფორმით არ აგინო.. ამის ცოდნას დიდი განათლება არ უნდა. თუმცა აქ გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ უზრდელობა…

ერთი რამეა კარგი ამ ყველაფერში. როგორც ვიცი, ეს ადამიანი ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტიც არის, ხოდა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორ ხედავენ, როგორ გრძნობენ ამ ქვეყანას, რამდენად პატივს სცემენ მის ხალხს, ფასეულობებს, რწმენას.. წარმოიდგინეთ ესენი რომ ხელისუფლებაში მოვიდენენ რეებს დაატრიალებენ “თავისუფლების” და პროგრესის სახელით… თუმცა არაფერი ახალი არ არის ამაში. გაიხსენეთ ბოლშევიკები… ჯერ რელიგიას დასცინოდნენ, მერე ხატებს წვავდნენ და ტაძრებს ანგრევდნენ, მერე კიდევ სისხლის მდინარეები დააყეენეს..

ამით ცხადია, ვერც რწმენას დააკლებენ რამეს და ვერც ამ ქვეყანას.. თავის თავს მტრობენ და ეს არის ყველაზე ცუდი.. რატომ? რისთვის? რაში ხარჯავენ ნიჭს, ენერგიას, ცხოვრებას? ყველაზე მეტად თვითონაა ცოდვა და ისინი, ვინც ამ საქმეში ჩაითრია. ერთია, როცა მარტო შენ თავს ვნებ, მაგრამ გაცილებით უარესია, რომ სხვებსაც ხდი თანამონაწილეს. მთელი გულით ვუსურვებ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მიხვდეს რა გააკეთა”, – აცხადებს რეჟისორი.