“ნიკუშასთვის მიუძახებიათ, – ციხეში ჩალპებიო” – ლაშა კაცია

ფოტო – მინდია გაბაძე
“სასამართლო პროცესის შემდეგ, ციხეში გადაყვანისას, ნიკუშასთვის ვიღაცას მიუძახებია ციხეში ჩალპებიო” – ამის შესახებ დაკავებული ჟურნალისტის ძმა, ლაშა კაცია სოციალურ ქსელში წერს.
“ციხეში ჩალპები…”ნიკუშამ დარეკა ციხიდან დეტალებში ჩაძიება ვერ მოვასწარით, სახალხო დამცველთანაც დაურეკავს და ჩვენი ადვოკატიც გამოიტანს უფრო დეტალურ ინფორმაციას, მაგრამ ვიღაცას მიუძახებია “ციხეში ჩალპებიო” სასამართლო პროცესის შემდეგ ციხეში გადაყვანისას! ეხლა ნიკუშას წერილების გამოქვეყნებით ვარ დაკავებული და თქვენს დედებს მერე მოვიკითხავ, ვინ სად ჩალპება მაგასაც ვნახავთ!!! ცეეეეცხლი ოლიგააააარქიას”. – წერს ლაშა კაცია.
შეგახსენებთ, რომ ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას რეჟიმი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავებიან. ბრალი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიკა ბერძენაძე: შეიძლება სააკაშვილი უმძიმესადაც გააკრიტიკო. მაგრამ როცა კრიტიკა გადადის ადამიანის უფლებების გაუქმებაში, მაშინ პრობლემა აღარ არის სააკაშვილი ! პრობლემა ხდება ის აზროვნება, რომელიც მზადაა სახელმწიფოს მისცეს მკვლელობის მორალური ლიცენზია