მრავალფეროვენი ბიოგრაფიის მქონე დიდ მამულიშვილს, ნიკო ნიკლაძეს, ეკონომიკური ხედვაც ისეთივე სწორი, პრაგმატული და, რაც მთავარია, ეროვნულ ინტერესებზე ზუსტად მორგებული ქონდა, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური განვითარების იდეა.
ნიკო, როგორც წესი, ყურადღებით აკვირდებოდა ევროპულ ტენდენციებს და ტექნოლოგიურ საერთაშორისო ტრენდს საქართველოშიც ნერგავდა. ქვეყანაში მან უამრავი ტექნოლოგიური ნოვაცია შემოიტანა ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში, იქნებოდა ეს მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, თუ საყოფაცხოვრებო ინდუსტრია.
ნიკო ნიკოლაძეს ჩვენი ქვეყნის არც სატრანზიტო პოტენციალი გამორჩენია.
ნიკო დარწმუნებული იყო, რომ საქართველოს ტექნიკური განვითარება პირდაპირაც და ირიბადაც მანგანუმის მოპოვებას უკავშირდებოდა.
უფრო მეტი ნიკოსეული ეკონომიკური სტრატეგიის შესახებ გაიგეთ ვიდეოში, რომელშიც ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის სპეციალისტი გულნაზი ზარბაზოია -კაკაბაძე, დეტალურად მიმოიხილავს ამ დიდი მამულიშვილის ტექნიკურ-ეკონომიკურ ღვაწლს.
მიმოხილვა ეყრდნობა შემდეგ ლიტერატურას:
1) ,,ნიკო ნიკოლაძე”, აკაკი ბაქრაძე, თბილისი,2005.2),,ფრაგმენტები საქართველოს მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ისტორიიდან”.ჯუმბერ ხანთაძე. თბილისი.,2022.გვ:51-76.3),,ნიკო ნიკოლაძის ეროვნული კონცეფცია…”გიგა ბასილაძე.ქუთაისი,2018.გვ:77-82, 110-127.4),,უცნობი ნაცნობი” , რამაზ ნამიჭეიშვილი ლია ბიბილეიშვილი. თბილისი, 2020.