ნიკო მარი: მე ზოგიერთები ქართველად მთვლიან და მათ ეს იმიტომ ჰგონიათ, რომ მე ქართული ვიცი. მე არაბულიც ვიცი, სომხურიც და სპარსულიც, მაგრამ არც არაბი ვარ, არც სომეხი და არც სპარსი

“სავარაუდოდ 1912 წელს, პეტერბურგის უნივერსიტეტის ერთ-ერთ აუდიტორიაში, სადაც ლექციას კითხულობდა რუსული ჰუმანიტარული მეცნიერების უდიდესი ავტორიტეტი, პროფესორი ნიკო მარი, ერთი ასეთი მცირე შელაპარაკება მოხდა – მარმა თქვა, ილია ჭავჭავაძე ზოგჯერ ისეთ საკითხებში ერეოდა, რომელშიც თავად ვერ ერკვეოდაო. იქვე დაგმო ტფილისში ქართული უნივერსიტეტის გახსნის იდეა, ეს უთუოდ ქართული ნაციონალიზმის კერა იქნებაო. ერთ-ერთმა სტუდენტმა საკმაოდ მკვეთრად მიუგო, ჯერ ერთი ილია თქვენგან ასე სახსენებელი არ არისო და მეორე საკითხშიც სასტიკად ცდებითო. ნიკო მარმა რექტორატში საპროტესტო განცხადება დაწერა, სტუდენტი არათავაზიანობასა და არამართებულ პოლიტიკურ გამოხდომაში დაადანაშაულა.
ეს სტუდენტი იყო. იგი აკაკი შანიძესთან ერთად ისმენდა ლექციებს. ამ ინციდენტის შემდეგ მან პეტერბურგის დატოვება გადაწყვიტა. აკაკიმ შესთავაზა, თვალები დახუჭე, რუკაზე თითი დაადე რომელიმე გერმანულ ქალაქს რომ შემდეგ იქ გააგრძელო სწავლაო. კონსტანტინემ კიონიგსბერგს დაადო თითი. ეს დღე მის ცხოვრებაში ბედის განმსაზღვრელი გამოდგა. მოგვიანებით, როგორც უკვე აღიარებული მწერალი იგი ნიკო მარზე წერდა:
“მიუხედავად თავისი დიდი განსწავლულობისა…ნიკო მარი არის და ალბათ დარჩება უსამშობლო კოსმოპოლიტად, უმადურ კაცად, რომელსაც ხშირად ავიწყდებოდა გურიაში გამომცხვარი ნაცრიანი გლეხური პურის გემო, ქართული ტკბილი ნანა; კაცი რომელსაც გამბედაობა ეყო, საქართველოდან გამოეცხადებინა, რომ ის ქართველი არაა.
ერთ-ერთ პოლემიკურ წერილში იგი წერდა:
“მე ზოგიერთები ქართველად მთვლიან და მათ ეს იმიტომ ჰგონიათ, რომ მე ქართული ვიცი. მე არაბულიც ვიცი, სომხურიც და სპარსულიც, მაგრამ არც არაბი ვარ, არც სომეხი და არც სპარსი.”
რა სასაცილოა, რომ ეს ყოყოჩა უსამშობლო მეცნიერი, აღარ კადრულობს რუსთაველის, ილიასა და აკაკის, დავით გურამიშვილისა და ვაჟა-ფშაველას თვისტომობას.
საკმარისია მოვიგონოთ მის მიერვე ანისში ნაპოვნი ქართული წარწერების მიჩქმალვის საქმე, რისთვისაც მას მაგარ-მაგარი აკადრა ჩვენმა დიდმა ილიამ, მისი ყალთაბანდობის გამოც რუსთაველის საკითხებში…. ბოლოს ბევრი იბოდიშა, მაგრამ თავისი ფუქსავატური ჰიპოტეზების წყალობით ჩრდილი მიაყენა ქართული სიტყვის ამ უდიდეს ოსტატს…”
(კონსტანტინე გამსახურდია, ესსეები) ” – წერს  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”