ნიკო მანაგაძე სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე – ვისაუბრეთ 31 მარტის აქციის გეგმებზე და ზოგადად იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ უფრო მკაფიო, ცხადი და აქტიური უნდა გახდეს საპროტესტო მოძრაობა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტმა, ნიკო მანაგაძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილთან იმსჯელეს კოორდინირებულ ნაბიჯებზე საპროტესტო მოძრაობასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს 31 მარტის აქციის გეგმებთან დაკავშირებითაც.
„ბოლო რამდენიმე დღეა პრეზიდენტთან სპეციალური ფორმატია შექმნილი, ცალკე პოლიტიკური პარტიების და ცალკე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების. ვმსჯელობთ კოორდინაციაზე, მათ შორის კოორდინირებულ ნაბიჯებზე საპროტესტო მოძრაობასთან დაკავშირებით, მომდევნო აქტივობასთან დაკავშირებით, ერთიან ხედვებთან დაკავშირებით. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია თანხმობა კონკრეტულ საკითხებზე და კოორდინირებული მოქმედებზე. მათ შორის ვისაუბრეთ 31 მარტის აქციის გეგმებთან დაკავშირებით და ზოგადად იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ უფრო მკაფიო, ცხადი და აქტიური უნდა გახდეს საპროტესტო მოძრაობა, როგორც ქუჩაში, ასევე ზოგადად პროცესები პოლიტიკურ სივრცეში”, – განაცხადა ნიკო მანაგაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე