ნიკო მანაგაძე: მთელი ქვეყანა ამ საშინელ კადრებზე ლაპარაკობს და არცერთ სამთავრობო არხს არ გაუშუქებია ამ წუთამდე. ჯერ არ იციან რა თქვან, უნდა დაულაგონ “ზემოდან”…

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, აქტივისტი ნიკო მანაგაძე:
მთელი ქვეყანა ამ საშინელ კადრებზე ლაპარაკობს და არცერთ სამთავრობო არხს არ გაუშუქებია ამ წუთამდე.
ჯერ არ იციან რა თქვან, უნდა დაულაგონ “ზემოდან” პროპაგანდისტული მესიჯბოქსი, უნდა გამოეხმაუროს “ოფიციალური განცხადებით” და მერე რაღაცას იზამენ (ოღონდ კადრებს მაინც არ აჩვენებენ).
სოცქსელები და კრიტიკული მედია რო არ არსებობდეს, ასეთ ვაკუუმში უნდათ აცხოვრონ ქვეყანა.
რომელიმე სამთავრობო არხზე (ან ონლაინ გამოცემაში) ერთი კაცი მაინც როგორ არ ზის ახლა ნიუსრუმში, რო კითხვა მაინც დასვას: ყველა ავრცელებს, ყველა ამაზე საუბრობს და ჩვენ რატო არ ვაჩვენებთ ამ კადრებს მაყურებელს? რას ველოდებით? (თუნდაც ფეიჯზე)
იმიტომ რომ იციან პასუხი, იციან სადაც მუშაობენ, იციან რა გულისრევის ნაწილიც არიან. ამიტომაა ეს ხალხი დიდი ხნის შუბლისძარღვგაწყვეტილი, ისე, რომ ემოციაც აღარ აწვებათ..

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას