აქტივისტი ნიკო მანაგაძე:
იმდენი იძახეს ახალგაზრდები დიქტატურის დამყარებაში ხელს გვიშლიანო და უნდა გავყაროთ ქვეყნიდანო, აჰა:)
2026 წელს ჩარიცხულების რიცხვი ისტორიულ მინიმუმზე იქნება, კერძოებში გრანტების გაუქმების ფონზე (რასაც მე ვფიქრობ რო სტუდენტების რაოდენობის შემცირების გამო იქ სწავლის საფასურის ზრდაც დაემატება), აბიტურიენტების მთელი ნაკადი სახელმწიფო უნივერსიტეტებს მიაწყდება, სადაც დიდი კონკურენცია იქნება ბუნებრივად..
პარალელურად, პოლიციის აკადემიას მიანიჭეს უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი და ბიჭების დიდ ნაწილს იქით გარეკავენ, ვინც უნიში ვერ ირიცხება და არც ჯარში უნდა:) ანუ, მთლად სისტემაში დაიქვემდებარებენ ბევრ ახალგაზრდას..
სტუდენტების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდება იმის გამოც, რო არჩეულ ერთ უნიში თუ ვერ მოხვდი, უნივერსიტეტის გარეშე რჩები ავტომატურად.
სახელმწიფო უნივერსიტეტებში იქნება სტუდენტების 90% თავმოყრილი, სადაც მალე პროფესორების ნაწილშიც დაიწყებენ დიდ წმენდას პოლიტიკური ნიშნით და სრულად დაიქვემდებარებენ აკადემიურ სფეროს – შესაბამისად, ახალ, “სასურველ” თაობას გამოზრდიან..
ახალგაზრდების დიდი ნაწილი ამ ფონზე უბრალოდ გაიქცევა ქვეყნიდან (საიდანაც, შეგახსენებთ, ხმასაც ვერ მისცემენ არჩევნებში – საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ახალი ცვლილებების თანახმად:)..
დიქტატურის ჩაბეტონება არაა 2 დღის ამბავი, ამიტო სკურპულოზურად და მეთოდურად მიყვებიან ყველაფერს – მთავარი ამოცანა საქართველოში “არამორჩილი თაობის” პრობლემის განეიტრალებაა, მათ შორის, რუსეთისთვისაც.
ვაცდით? – მოსუფთავდება ველი და მორჩება ყველაფერი.
პ.ს. ახალგაზრდებმაც უნდა გაიაზრონ ეს ყველაფერი სრულ სურათში და მშობლებმაც.




