ნიკო მანაგაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან განსხვავებით, თსუ-მა სტუდენტებს კარი ჩაუკეტა, რამდენიმე სტუდენტმა გადაწყვიტა ღამე შენობის გარეთ, კიბეებზე, ღია ცის ქვეშ გაათენოს

სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” ლიდერი ნიკო მანაგაძე აცხადებს, რომ რამდენიმე სტუდენტმა გადაწყვიტა თსუ-ს პირველი კორპუსის წინ ღამე ღია ცის ქვეშ გაათენოს.
“ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან განსხვავებით, თსუ-მა სტუდენტებს კარი ჩაუკეტა, რამდენიმე სტუდენტმა გადაწყვიტა ღამე შენობის გარეთ, კიბეებზე, ღია ცის ქვეშ გაათენოს. ყინვაა, რთულად გასაძლებია, მაგრამ გადაწყვეტილება მტკიცეა. ბევრმა ადამიანმა მოიტანა უკვე პლედები, საკვები და ა.შ. პარალელურად, ილიაუნის შენობაშიც ათენებენ ღამეს სტუდენტები.
მნიშვნელოვანია დილის 10:00 საათიდან ყველანი ვიყოთ სთან (აღმაშენებლის ხეივანი, 138). 11:00 საათზე ჩანიშნეს სხდომა და აპირებენ მიტაცებული ს შედეგების საბოლოოდ დამტკიცებას. ჩვენი მტკიცე და ხისტი პროტესტი, ბრძოლა უნდა ვაჩვენოთ მთელს მსოფლიოს!” -წერს ნიკო მანაგაძე.