ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმე გახსნილია. ის მოუწოდებს პროკურატურას, გაასაჯაროოს საქმის დეტალები.
ამის შესახებ ომაძემ მას შემდეგ დაწერა, რაც დღეს, 10 თებერვალს, პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა 28 წლის პედაგოგის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე.
“მეგობრებო ძალიან მძიმე დღეა ყველასთვის, ისეთი სასტიკი კადრები ვიხილეთ!!! ქალბატონი ეკას მდგომარეობას კი ხედავთ, ღმერთს ვთხოვ მის ჯანმრთელობას!!! ბოლომდე უნდა მივიდეს საქმე, მადლობა მას ასეთი თავგანწირული ბრძოლისთვის. მე ყველას ვერ გპასუხობთ , არც ჩემი მდგომარეობაა ჯანსაღი, ერთს გეტყვით რომ არა ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მფარველობა , ნიკო კვარაცხელიას დახვრეტის საქმე დიდი ხანია გახსნილია!!! მე ჭორაობის დონეზე არ დავიყვან ნიკოს საქმეს!!! მოყვეს პროკურატურა!!! ყველა ფაქტი ჰქონდათ მაშინვე!!! ცოტა ხნის წინ ამაოდ გამიჩნდა იმედი , რომელიც მალევე გამიქარწყლდა!!! კი ბატონო ვიღებ გამოწვევას, დიახ მეც მჭირდები საქართველოვ!!!!! საქმე გახსნილია!!!! საქართველოს პროკურატურა გადმოდგი ტრიბუნა!!!!! ან სად მივალ ტრიბუნით ეგ უკვე მე ვიცი!!!”- წერს სოციალურ ქსელში იზა ომაძე.




