ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა მოსკოვში პატრიარქ კირილის თანაშემწესთან ერთად წირა

ნიკორწმინდის ეპისკოპოსი, ვახტანგ ლიპარტელიანი მოსკოვში ჩავიდა და ს პატრიარქ კირილის თანაშემწესთან, მიტროპოლიტ გრიგოლთან ერთად, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის კურთხევაში მიიღო მონაწილეობა – ინფორმაციას ქართველი მთვდელმთავარის რუსეთში ყოფნის შესახებ მოსკოვის ეპარქიის ვებ-გვერდი ავრცელებს.
კურთხევას ასევე ჩეხეთსა და სლოვაკეთში ს საპატრიარქოს წარმომადგენელი და სხვა რუსი სასულიერო პირები დაესწრნენ.
წირვა ქართულ და საეკლესიო სლავურ ენებზე აღესრულა.
რუსმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა ტაძარში მყოფებს რუსეთის პატრიარქის კურთხევა გადასცა და მათ სიტყვით მიმართა.
რუსეთში მცხოვრები ქართველების გვერდებზე რუსულენოვან სოციალურ ქსელებში ვრცელდება ამავე წირვიდან გავრცელებული ფოტო, სადაც ჩანს ეთნიკურად ქართველი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტი, თინა კანდელაკი.
ამავე წირვას ესწრებოდა რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი, რუსეთის პრეზიდენტს დაქვემდებარებული „ეროვნებათაშორისი საბჭოს“ წევრი დავით ცეცხლაძე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ფაქტია, რომ სურსათზე ფასების კუთხით რაღაც გამართულად არ არის – როგორც ჩანს, იყო ხარვეზები, დარღვევები თანამდებობის პირების მხრიდან, მათ რომ კეთილსინდისიერად ემუშავათ, შეიძლება ეს პრობლემები არ დამდგარიყო

ლელა ჯეჯელავა – შესაწირი ბატკანივით რომ დაადო თავი ლილუაშვილმა და მივიდა პროკურატურაში, დავიჯერო თავის დასაცავი ან სხვისი დასაშანტაჟებელი არაფერი ჰქონდა? უცნაური ამბავია – რაშიც ლილუაშვილი მონაწილეობდა, მონაწილეობდა ივანიშვილიც