ნიკოპოლში სამოქალაქო ავტობუსზე რუსული დრონის დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

რუსული დრონის იერიშის შედეგი7 აპრილს დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში რუსეთის იერიშს 3 ადამიანი ემსხვერპლა.
ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეკსანდრ ჰანჟას, თქმით, რუსული FPV დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეჯახა. დაშავებულია კიდევ 16 ადამიანი. სამი პირი მძიმე მდგომარეობაშია.
როგორც ჰანჟა ამბობს, დრონმა ავტობუსს მაშინ დაარტყა, როცა ის გაჩერებაზე ჩერდებოდა. მისივე თქმით, ეს შემთხვევითი დარტყმა არ ყოფილა.
“ეს არის გააზრებული ტერორი მოქალაქეების წინააღმდეგ. იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც უბრალოდ თავის საქმეზე მიდიოდნენ.” – თქვა ჰანჟამ.