ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა პატრიარქის გარდაცვალების გამო

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის ქართველ კოლეგასთან, ირაკლი კობახიძესთან, რა დროსაც კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოთქვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო. ინფორმაციას სომხეთის პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
„პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა სომეხი ხალხის და პირადად მისი სახელით კიდევ ერთხელ გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მოძმე ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კობახიძემ, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ფაშინიანს ასეთი თბილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩეხეთში გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, პრაღაში რელოკაციის გზით გადასული ჩვენი ენჯეოშნიკების “შემდეგი სადგური” დიდი ალბათობით ესტონეთი იქნება, მის იქეთ კი უკვე ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანეა